საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დათო ტურაშვილმა წიგნის - "ღვინის სამშობლო - საქართველო" წარდგენისას გაიხსენა ესპანეთში, ღვინის მუზეუმში ყოფნის ისტორია. მწერალი სამართლიანად წუხს იმაზე, რომ ქვეყანას, რომელიც ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ქვევრის ღვინის რვა ათასწლიანი ისტორია აქვს, ერთი ღვინის მუზეუმიც კი არ აქვს. პარადოქსია!
"ერთხელ, ესპანეთში ყოფნისას, ღვინის მუზეუმში გახლდით. რა სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო და ერთი ღვინის მუზეუმი არ გვაქვს, ნერვები მეშლება... ამდენი უცხოელი ჩამოდის და მაგალითად, კახეთში ერთი მუზეუმი როგორ არ უნდა გვქონდეს? ნერვები მეშლება, რა! ოქროს ზოდებს რომ აგროვებენ, ქვეყანაზე და სახელმწიფოზე იფიქრონ, რა!
ესპანეთი ღვინის ტრადიციული ქვეყანაა და ერთი კი არა, უამრავი ღვინის მუზეუმია აქვთ. ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მუზეუმში ვიყავი ქართველებთან ერთად და ვხედავ, შესასვლელში - ღვინის სამშობლოდ სულ სხვა ქვეყანა წერია, არ დავასახელებ - რომელი. გავგიჟდი კინაღამ. კიდევ კარგი ცოლი მახლდა. ისე ცუდად გავხდი, მაგ დროს ჩქმეტა, რომ იცის. ეს რა არის-მეთქი. მოვაყვანინე დირექტორი და შევეცადე ძალიან ზრდილობიანად მეთქვა: მე ქართველი ვარ, მაგრამ რომ არ გეგონოს ტენდენციური ვარ, სანამ მუზეუმს დავათვალიერებთ, თქვენ თვითონ ინტერნეტში მოიპოვეთ წყაროები, რომელი ქვეყანაა ღვინის სამშობლო-მეთქი. წავედით, დავათვალიერეთ, დეგუსტაციაც იყო, მშვენიერი ესპანური ღვინოც დავლიეთ და რომ გამოვედით, ვხედავ ამ კაცს დგას, თვისი ხელით წაუშლია რაც ეწერა და დაუწერია, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა!" - ჰყვება მწერალი.
12/08/2025