ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რუსკა მაყაშვილი "ნანუკას შოუში" ცხრაწლიანი ოჯახის დანგრევის თემას შეეხო. ის ამბობს, რომ ქმართან, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტოქსიკური ურთიერთობის მიუხედავად, ოჯახის დანგრევა ვერ წარმოედგინა. თუმცა როცა ეს სურათი, ბავშვებისთვის შესამჩნევი გახდა, მათთვის რომ ტრავმები აერიდებინა, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
რუსკა მაყაშვილი: მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე დიდი, ცუდი რაღაც ხდება. ემატება, ემატება, შენ ფსკერზე ჩადიხარ და იქ ფართხალებ.
რაც მაკავებდა იყო ის, რომ არასდროს მქონდა დაშვებული ორი რამ: ერთი ის, რომ ბებიაჩემი მოკვდებოდა და მეორე, ოჯახი დამენგრეოდა. ეს ორი რამ უცნაურად მქონდა ჩაკეტილი. ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერი გამოვა-მეთქი, ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩემ ხარჯზე იყო. მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მე არ ვარ დამნაშავე. მეც ძალიან ბევრ რამეში ვარ დამნაშავე. და იმიტომ, რომ მეც და ისიც ბევრ რამეშია დამნაშავე.

უბრალოდ, როცა ფიზიკურად ტოქსიკური გახდა ეს ყველაფერი და როდესაც უკვე ბავშებიც გრძნობენ ამას, ძაან... ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი ბავშვებია, მათ ტრავმები არ ჰქონდეთ, არ ინერვიულონ. ოთხი წელი ამის შიშში ვიყავი, რომ დალაგდება, ბავშვებმა არ ინერვიულონ, დავალაგებთ...
რომ გითხრა, რომ ტრავმულად მახსოვს დედაჩემის და მამაჩემის დაშორება, მართლა მოგატყუებ.
ბოლოს მივხვდი, ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე და რატო არ უნდა იყო ბედნიერი? რატომ არ უნდა იყო კარგად? რატომ არ უნდა იყოს კარგად ეს ბიჭიც, რატომ არ უნდა ვიყო მეც კარგად? და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მოდი, ახლა ასე ვქნათ იმიტომ, რომ ფიზიკურად სხვა გზა აღარ არის.

05/28/2026