Logo

საზოგადოება

"ერთმანეთი ვიპოვეთ" - თათიას და დათუნას ტანდემის ისტორია

"ერთმანეთი ვიპოვეთ" - თათიას და დათუნას ტანდემის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იუმორისტ თათია სულუაშვილის ტანდემი ინფლუენსერ დათუნა ტატულაშვილთან, უკვე კარგად აწყობილ-შემდგარია. შეხუმრებულ წყვილს, სხვადასხვა კომპანიები, თავიანთ რეკლამას თვალდახუჭული ანდობენ. თათიას და დათუნას წყვილიც, რეკლამას - კომედიურ სტილში, შარჟით, იუმორით, ზოგჯერ შავით და ზოგჯერ - იუმორესკით, თავს მშვენივრად ართმევენ. მაყურებელი და გამომწერი, იცოცხლეთ, უამრავი ჰყავთ. დამკვეთს მეტი რა უნდა?

"ზმნასთან" თათია ამ ტანდემზე საუბრობს.

თათია სულუაშვილი

თათია სულუაშვილი: ერთმანეთი, რაღაცნაირად, შემთხვევით ვიპოვეთ. ვანო ჯავახიშვილმა მითხრა, დათუნა მომყავსო. მე მაშინ ტიკტოკი არ მქონდა და სოციალურ ქსელში აქტიური არ ვიყავი. დათუნა ტელევიზიაში მოვიდა და აქ გავიცანი. მერე პატარ-პატარა ვიდეოების გადაღება დავიწყეთ და ჩვენზე რეკლამის მოთხოვნა წამოვიდა.

თათია სულუაშვილი

დაგვიკვეთეს რეკლამა, მივედით და კარგად ავუწყეთ ერთმანეთს.

პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითამაშო პარტნიორთან ერთად, მაგრამ შენიანი არ იყოს. ჩემსა და დათუნას შორის ემოციური კავშირი აღმოჩნდა. ერთად ხუმრობა კარგად გამოგვივიდა.

მე რომ დავიწყებ, ის ზუსტად "აკანცოვკებს". ერთ ხაზზე მივდივართ.

მერე, ერთ რეკლამას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და შევეწყეთ. დუეტიც გავხდით. ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. მიზანმიმართული გადუეტება არ ყოფილა. ორგანულად შევეწყეთ ერთმანეთს.

თათია სულუაშვილი

ცხადია, მასაც მოსწონს. როცა რაიმე არ მოსწონს, არ აკეთებს.

დღემდე ვამბობთ, დათუნა რომ არა, ტიკტოკი არ გვექნებოდა. მან გვიბიძგა, მოდით, ვიდეოები გადავიღოთო. და მერე ამ ვიდეოებს მოჰყვა კიდეც რეკლამები...

თათია სულუაშვილი

ავტორი: თამარ გონგაძე

07/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024