Logo

კულტურა

"ერთმანეთს ორი სფერო დაეტაკა - ფეხბურთი და თეატრი" - რას ჰყვება ნინო კასრაძე მეუღლეზე

"ერთმანეთს ორი სფერო დაეტაკა - ფეხბურთი და თეატრი" - რას ჰყვება ნინო კასრაძე მეუღლეზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნინო კასრაძის ქმარი ლექსო თოფურია „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია. მსახიობი თავის პირად ცხოვრებაზე უიშვიათესად საუბრობს. თუმცა რამდენიმე წლის წინ, ზვიად კვარაცხელიასა და სალომე ლიპარტიას, "არტანუჯისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მეუღლეზე და ფეხბურთზე ესაუბრა. წყვილს ორი შვილი - სალომე და ლუკა ჰყავთ. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს.

ნინო კასრაძე: ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა, მანამდე გულშემატკივარი არც ვყოფილვარ, უბრალოდ, ახალგაზრდობაში ჩემპიონატებს მოდის გამო ვუყურებდი.  ფეხბურთი, როგორც ცხოვრების დიდი ნაწილი და არა ჰობი, ეს ლექსოსთან ერთად გაჩნდა. ჩემი პროფესიაც ისეთია, რომ მთელ ცხოვრებას შთანთქავს, მაგრამ ჩემი პროფესია – მსახიობობა – ძალიან ემოციურია და ის გადაძლევს ხოლმე. ვამჩნევ, სხვა ოჯახებში მსახიობებით, რეჟისორებით არის მოცული ყველაფერი და თითქოს ისინი არიან წამყვანნი და მთელი ოჯახი ცხოვრობს თეატრით, კინოთი, რეჟისურით. ჰოდა, ეს ორი სფერო დაეტაკა ერთმანეთს, ფეხბურთი და თეატრი. ფეხბურთმა შთანთქა, სძლია. ფეხბურთმა დაიკავა ჩემი ინტერესებიც. პირიქით არ მოხდა ყოველ შემთხვევაში, ლექსო არ გამხდარა დიდი თეატრალი ჩემ მერე. მე უფრო დიდი ქომაგი გავხდი და სულაც არ ვნანობ ამას. შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ თეატრი და ფეხბურთი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ისე კარგად მესმის, რაზე ლაპარაკობს ლექსო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე – იქაც თამაშია, ჩვენთანაც თამაშია, იქაც არენაა, ჩვენთანაც არენაა, იქაც გუნდია, ჩვენთანაც გუნდია, იქაც არიან პროტაგონისტები და ჩვენთანაც, რეჟისორი და მწვრთნელი.

ფეხბურთი ჩემთვის სპექტაკლია.

ნინო კასრაძე

ფეხბურთი ლექსოზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ეს მისთვის ცხოვრებაა, ამით სუნთქავს, მაგრამ ლექსოს შეუძლია ოჯახის გარეთ დატოვოს ყველაფერი, ეს არის მისი მთავარი თვისება, თორემ ძალიან ძნელი იქნებოდა მისი სამსახურებრივი სირთულეებისა და ფეხბურთის ფონზე ცხოვრება ოჯახში.

ავტორი: ზმნა

12/25/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024