Logo

"ეს არის ჩემი დედიკო" - როგორ ჩაიარა დედის დღემ ნანი ბრეგვაძესთან

"ეს არის ჩემი დედიკო" - როგორ ჩაიარა დედის დღემ ნანი ბრეგვაძესთან

03/03/2026

ტექსტის ზომა

დედის დღე საყვარელ და კეთილშობილ ნანი ბრეგვაძეს მივულოცეთ. ტელეფონზე ეკამ გვიპასუხა, დედამ ფილტვების ანთება გადაიტანა და ახლა კარგად არისო. ექიმს ყვავილები მიურთმევია და მისთვის ეს დღე გაულამაზებია...

ეკა მამალაძე: ჩემთვის ჩვეულებრივი დედაა, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ნანია თუ ვინ არის. ეს არის ჩემი დედიკო. დედების მიმართ ყველას ჩვენი სიხარული გვაქვს, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. დედის დღე უფრო სიმბოლურია. დღეს ბევრი ყვავილები მივიღეთ. შვილები მოვიდნენ, შვილიშვილი მოვიდა, ყვავილებით მოგვილოცა... გაგვახარეს. ყვავილები უყვარს, ჩვეულებრივ დღესაც, როდესაც მოაქვთ მასთან ყვავილი, ეს მნიშვნელოვანია მისთვის.

- როგორი დედა იყო ყოველთვის ქალბატონი ნანი?

- დედა არც ძალიან მკაცრი იყო, არც ძალიან მეგობრული. უფრო ისეთი, ოქროს შუალედით. პატივისცემით რომ განგაწყობს მის მიმართ, ასეთი.

- რა თვისება მოგწონთ დედაში, მასთან მსგავსებას რომ განდომებთ?

- კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ. ნანის ყველას მიმართ კეთილგანწყობა აქვს. მინდა ეს მქონდეს სულ. არ არის რთული. მთავარია, ეს გინდოდეს და ასე დაინახო. ცუდშიც კარგს თუ დაინახავ, თვითონაც კარგად იქნები.

- გიხარიათ, როდესაც დედას გამსგავსებენ?

- აბა არა! რატომ არ უნდა გამიხარდეს და არ მომეწონოს? მეც ვამსგავსებ ჩემს თავს. სხვათა შორის, ნანიც ჩემს ფოტოს რომ ნახავს, თავისი ჰგონია. ამ დროს რომ მე ვარ. ხანდახან შეშლია. ვგავართ...

ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

დაშორებაეკა მამალაძემამანანი ბრეგვაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026