Logo

"გადავდივართ სამუშაო პროცესში" - რა სიახლეა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით

"გადავდივართ სამუშაო პროცესში" - რა სიახლეა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით

06/04/2026

ტექსტის ზომა

"ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს. საქართველოს შეუძლია უკვე დღეიდან, რომ უმკურნალოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს და ეს არის, ვფიქრობ, აღსანიშნავი მომენტი. ჩვენი ქვეყანა შედის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნების სიაში. ეს ის 2 მედიკამენტია, რომლითაც უკვე მკურნალობენ, პაციენტების შედეგები კარგია. პროცესი გრძელდება, უბრალოდ ყველაზე სწრაფად და რაც შეიძლება მოკლე დროში ამ ბავშვების დახმარება დაწყებულიყო, იწყება 2 მედიკამენტით დღეიდან, ანუ აღარ არის განხილვა კი თუ არა, დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. ცოტა სიფრთხილე გვმართებს, პროცესი რომ არ დაზიანდეს და, შესაბამისად, ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან. გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში" - ამბობს კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა, თამარ გოგოლაძე.

კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა: "შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე". მისივე თქმით, "კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით".

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026