Logo

"ეს ძირძველი მეგრული სიმღერა კახი კავსაძემ მასწავლა" - თემურ ცაგურია და სიმღერა "ტორონჯი"

"ეს ძირძველი მეგრული სიმღერა კახი კავსაძემ მასწავლა" - თემურ ცაგურია და სიმღერა "ტორონჯი"

07/02/2026

ტექსტის ზომა

ხალხურ სიმღერებში ხშირად მხოლოდ მელოდია კი არა, ადამიანების, კუთხეების, შეხვედრებისა და მოგონებების ისტორიებიც ინახება.
ზოგჯერ ერთი სიმღერა გვახსენებს არა მხოლოდ თავის ფესვებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ეს ფესვები სხვა თაობებს სიყვარულით გადასცეს.

ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ ცაგურიას, ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, როგორც უამრავი პოპულარული სიმღერისა და ტექსტის ავტორს. ამჯერად მომღერალმა გამომწერებისთვის ძირძველი მეგრული სიმღერა "ტორონჯი" შეასრულა და ამ სიმღერასთან გაცნობის მოკლე ისტორიაც გააზიარა.


"საოცრებაა, მაგრამ ისე მოხდა რომ მე, მეგრელ კაცს ეს ძირძველი გენიალური მეგრული ხალხური სიმღერა ,,ტორონჯი'' (მტრედი), გენიალურმა ქართველმა ლოტბარმა კახი კავსაძემ მასწავლა, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ... სხვათა შორის, მან მრავალი მეგრული სიმღერა იცოდა... როგორც ზუგდიდში მოწვეული ლოტბარი, მეგრულ სიმღერებს ასწავლიდა განთქმული ხალხური სიმღერის ანსამბლის ,,ჩელას'' მომღერლებს.

თუმცა ეს რა გასაკვირია, ამერიკაში მეგობრებმა დამპატიჟეს სახლში, პურ-მარილის მაგიერ ნოტები გაშალეს და ქართული სიმღერები იმღერეს... მეც ავყევი ჩემი ბანით - ერთ ადგილზე შემისწორეს კიდეც... რა თქმა უნდა, პურმარილიც გაიშალა მერე და მეც ბევრი მამღერეს ჩემი საავტორო სიმღერები," - იხსენებს თემურ ცაგურია.

Your browser does not support the video tag.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026