Logo

საზოგადოება

"ეს გზა მარტივი არ ყოფილა" - როგორია არუნ ხათრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ეს გზა მარტივი არ ყოფილა" - როგორია არუნ ხათრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არუნ ხათრი - საქართველოში მცხოვრები ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი, ბოლო ათი დღეა, შეუძლოდაა. როგორც ჩანს მისკენ მიმართულმა უარყოფითმა ენერგიამ "იმუშავა" და ის კისრის დაზიანებას ფიზიოთერაპიით მკურნალობს. არუნი ფოტოებს ხშირად გვიზიარებს, თუ როგორ მკურნალობს და როგორ უვლიან მას ოჯახის წევრები.

" სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა... კისრის ტრავმა მაქვს და ამჟამად ვერც სწორად ვზივარ. ჩემი შვილები და ოჯახი ზრუნავენ ჩემზე უდიდესი სიყვარულით - მათი ძალა მაძლევს ენერგიას.

ზოგჯერ ცხოვრება გვაიძულებს შევჩერდეთ, რომ მოვიშუშოთ და თავიდან დავაფასოთ ყველაფერი. მჯერა, ეს პერიოდიც გაივლის. გთხოვთ, მოიხსენეთ ლოცვებში.

***

ყოველი მზის ამოსვლა ცოტათი მეტ ძალას მაძლევს. ნელ-ნელა ვჯანმრთელდები და უკვე დავიწყე ფიზიოთერაპია. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყოველი მცდელობა მაძლევს იმედს და მივსებს გულს. თქვენი ლოცვები, სიყვარული და თბილი სიტყვები ჩემთვის ყველაზე დიდი წამალია. მადლობა, რომ ამ გზაზე ჩემთან ხართ — თავს ნეტარად ვგრძნობ, რომ ასეთი ოჯახი მყავს გვერდით."

არუნ ხათრი

დღეს მედიკოსი ფეისბუქზე ახალ ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს.

"დღითიდღე უკეთ ვგრძნობ თავს.
ანა, მარია და თამთა მუდამ გვერდით მიდგანან და ძალას მაძლევენ.
ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ თქვენი სიყვარული და ლოცვები მეხმარება სწრაფად გამოვჯანმრთელდე.
გმადლობთ, ჩემო მეგობრებო — თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერია.
ძალიან მალე თქვენთან ერთად ვიქნები" - წერს არუნი.

ავტორი: ზმნა

11/09/2025