საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლეგენდარული სოფი ლორენის რძალი და კარლო კონტი უმცროსის მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი, გამომწერებს იმ სიხარულს უზიარებს, რაც დედამთილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განიცადა.
მარიამ შარმანაშვილის აღფრთოვანება იტალიელი ტენორის, პასკუალე ესპოზიტოს მიერ შესრულებულმა სიმღერამ გამოიწვია, რომელიც ტენორმა მოულოდნელად ქართველ მანდილოსანს მიუძღვნა.
„21-22 თებერვალს ნეაპოლმა ქალბატონ სოფი ლორენის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტებს უმასპინძლა, სადაც მთავარი სოლისტი გახლდათ შესანიშნავი ტენორი — პასკუალე ესპოზიტო, ორკესტრს კი მაესტრო კარლო დირიჟორობდა.
️ჩემთვის ეს საკონცერტო ტური ორმაგად ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა რადგან სრულიად მოულოდნელად, პასკუალემ ჩემი უსაყვარლესი სიმღერა — "Un amore così grande" პირდაპირ სცენიდან მომიძღვნა,
ეს იყო უდიდესი პატივი და ბედნიერებით სავსე წუთები, მადლობა პასკუალე ასეთი დაუვიწყარი საჩუქრისთვის.
ნეაპოლელები მართლაც განსაკუთრებული სიყვარულისა და სითბოს მატარებელი ხალხია, პასკუალე კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ორივე საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა და დარწმუნებული ვარ, ეს ულამაზესი პროგრამა კიდევ არაერთ ქალაქსა და ქვეყანას დიდი წარმატებით მოივლის!
პ.ს. და აქვე მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ქართველი ემიგრანტების მიმართ ვინც აღნიშნულ კონცერტს დაესწარით, თქვენი ხილვა და გულშემატკივრობა განსაკუთრებულად გვაბედნიერებს ყოველ ჯერზე მეც და კარლოსაც, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით და გიგზავნით უდიდეს სიყვარულს,“- წერს მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
02/26/2026