Logo

"ეს მეთოდი არ კურნავს" - მაია ბუწაშვილი ნაღვლის ბუშტის "ყრუ გამორეცხვის" შესახებ

"ეს მეთოდი არ კურნავს" - მაია ბუწაშვილი ნაღვლის ბუშტის "ყრუ გამორეცხვის" შესახებ

04/21/2026

ტექსტის ზომა

თაობას, რომელიც საბჭოთა მედიცინის დროს გავრცელებულ მეთოდებს იცნობს, უსათუოდ ემახსოვრება” ყრუ გამორეცხვა” - მეთოდი, რომელიც ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ თითქმის მთელ საბჭოთა კავშირში აქტიურად გამოიყენებოდა.

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რომ საბჭოთა მედიცინის ეს “მარგალიტი” დღესაც აქტიურად გამოიყენება, რაც ექიმს დაუშვებლად მიაჩნია.

“როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მარგალიტი, "ყრუ გამორეცხვა" ანუ "დიუბაჟი", ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგიერთების მიერ.

შეგახსენებთ, ეს არის ვითომ ნაღვლის ბუშტის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს მინერალური წყლის დალევის შემდეგ თბილ "გრელკაზე" ნახევარი საათით მარჯვენა გვერდზე წოლას.

გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი არაფერს არ კურნავს, ნაღვლის ბუშტის კენჭების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული რისკი შეუქმნას ჯანმრთელობას. ასევე შეიძლება პრობლემური იყოს ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტისთვის (განსაკუთრებით ციროზის შემთხვევაში).

მოკლედ, ასეთ გადმონაშთებს ისევ რატომ ეტანებიან ადამიანები, ძნელი ასახსნელია. ასე თუ ისე წინ მიდის მედიცინა და არ ჯობია, რამდენადაც შეგვიძლია, ფეხი ავუწყოთ? დიუბაჟების გარეშეც უამრავი პრობლემა გვაქვს,” - წერს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მაია ბუწაშვილიმეთოდიმკურნალობაყრუ გამორეცხვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026