Logo

"ეს ოპერაცია, ფაქტობრივად, ლიკას მივუძღვენი" - რა გეგმები აქვს ია ფარულავას

"ეს ოპერაცია, ფაქტობრივად, ლიკას მივუძღვენი" - რა გეგმები აქვს ია ფარულავას

07/17/2026

ტექსტის ზომა

ია ფარულავამ პოდკასტში "შანტრაპა" ლიკა ქავჟარაძე გაიხსენა. გაცნობის სურვილით როგორ დაჰყვებოდა უკან. მერე ისიც თქვა, რომ ლიკას - როგორც სილამაზის სიმბოლოს, თავისი ბოლო ესთეტიკური ჩარევა მიუძღვნა.

ია ფარულავა: მე სილამაზის ეტალონი ნამდვილად არ ვარ. მე ეშხიანს უფრო მეძახდნენ.

ია ფარულავა

აი, ლიკა ქავჟარაძე იყო ლამაზი. მე ლიკაზე ვიყავი შეყვარებული. ვაგროვებდი ჟურნალებს, სადაც ლიკა იყო. კონსერვატორიაში სწავლობდა, მე უკან დავსდევდი, მონდოდა გამეცნო. მერე კიდეც გავიცანი. "უფლის ანგელოზებისთვის" სინჯები ერთადაც გვქონდა.

ლიკა სილამაზის ეტალონი იყო და მინდოდა, სულ ლამაზი დარჩენილიყო.

ლიკა ქავჟარაძელიკა ქავჟარაძე

ამას წინათ, სახის ზედა ნაწილის გაახალგაზრდავება გავიკეთე. ოპერაციის წინა დღეს, ინსტაგრამზე დავდე ლიკას ვიდეოს პატარა კოლაჟი. ერთგვარი სიმბოლური დატვირთვით. ლიკა ლამაზი იყო, მაგრამ ბოლოს, უსახსრობის თუ რაღაცის გამო, ვერ აქცევდა თავის გარეგნობას ისეთ ყურადღებას.

რახან ხალხს უნდა, რომ ია იყოს ლამაზი, მე არ მაქვს უფლება, ეს სილამაზე არ შევინარჩუნო.

ეს ოპერაცია, ფაქტობრივად, ლიკას მივუძღვენი.

ეს პატარა ესტაფეთა უნდა გავაგრძელო...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026