
09/08/2026
7 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ცეცხლოვანი მამლის თვეა.
ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას განმარტებით, ამ თვის თილისმა კუა.

"ჩინურ მეტაფიზიკაში კუ სიბრძნის, სწრაფი, გააზრებული და ზუსტი გადაწყვეტილებების სიმბოლოა, რომლებიც ყოველთვის დადებით შედეგამდე მიგვიყვანს.
კუ არის მხარდაჭერა, დაცვა და თანადგომა, დღეგრძელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო.
სამი კუს მთა რესურსების სიმბოლოა, მთავარი მფარველი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს თქვენს უკან მდგომ მთას, რომელიც ხელს უშლის ფულის თითებიდან გაშვებას (ცეცხლი აიძულებს ხარჯვას, ხოლო კუ ანელებს პროცესს).

სამი კუს მთის ფიგურა თქვენ უკან, თქვენს ოფისში განათავსეთ. ეს ფოტო კი დააყენეთ მობილურზე ფონად 7 ოქტომბრამდე. ეს დაიცავს თქვენს ბიუჯეტს გაუთვალისწინებელი გარემოებებისგან ამ თვეში," - გვირჩევს ეკა კვარაცხელია.
გააზიარე სტატია