Logo

"ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს" - ასმათ ტყაბლაძე

"ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს" - ასმათ ტყაბლაძე

09/11/2026

ტექსტის ზომა

ასმათ ტყაბლაძე ფეისბუქზე წერს, რომ მას ჯერ დუშეთის საპატიო მოქალაქეობის სტატუსის მისანიჭებლად თანხმობა სთხოვეს, შემდეგ კი დაურეკეს და ამ რეგალიის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

აი, რას წერს სოციალურ ქსელში ამ პარადოქსის შესახებ მსახიობი.

ასმათ ტყაბლაძე: ჩემს ფეისმეგობრებს და ჩემს ერთგულ ნაცნობ-მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ დუშეთის კულტურის განყოფილებიდან არ ყოფილა ჩემთან არანაირი სატალეფონო ზარი. მე დამირეკეს დუშეთის საკრებულოდან და მთხოვეს, რომ თანხმობა დავადასტურო დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე.

სიმართლე გითხრათ, უარის თქმა მინდოდა, რადგანაც მე არ ვარ მოტრფიალე მმთავრობების მიერ მინიჭებული რეგალიების, მაგრამ ისე ამიხსნეს, რომ ვიფიქრე, ჩემ საყვარელ დუშელ ხალხს არ ვაწყენინო და დავთანხმდი წერილობით.

მავანთ არ მოეწონათ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები და წინა საღამოს უარით დამირეკეს.

ვინ სთხოვდა, ჯერ გაერკვიათ მთავრობის ჩემს მიმართ დამოკიდებულება და მერე დაერეკათ ჩემთვის. ეს საქციელი მათ სინდისზე იყოს. ღმერთი მაღალია და სამართლიანობას არჩევს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026