Logo

"გადაგვაყოლეთ ამ "ოვერ საიზმა" ხალხმა" - ლორენ მასხულია "მისტერ ვალენტინი" 2026-ის შესახებ

"გადაგვაყოლეთ ამ "ოვერ საიზმა" ხალხმა" - ლორენ მასხულია "მისტერ ვალენტინი" 2026-ის შესახებ

03/30/2026

ტექსტის ზომა

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება, 2026 წლის "მისტერ ვალენტინის" კონკურსის გამარჯვებულის, ლექსო დადიანის ფოტო.
"მისტერ ვალენტინის" შეფასებები, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. "შემფასებელთა" ნაწილმა მოდელი ზედმეტი წონის გამო გააკრიტიკა, რასაც კონკურსის ერთ-ერთ ორგანიზატორის, ლორენ მასხულიას გამოხმაურება მოჰყვა.

ლექსო დადიანი


"რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, ქაოსია ამტყდარი, წლევანდელი მისტერ ვალენტინის - ლექსო დადიანის შესახებ.

როგორი გაუნათლებლები ხართ სამოდელო სფეროში, ამაში კარგა ხანია დავრწმუნდი, მაგრამ ამ დღეებში ნანახმა თქვენმა კომენტარებმა და "ბულინგმა" უფრო დამარწმუნა ამაში.

ლექსო არის "ოვერ საიზი" გამარჯვებული.
ეს სტერეოტიპი უკვე წლებია დაიმსხვრა მსოფლიო სამოდელო ინდუსტრიაში, და წლევანდელი კონკურსის ორგანიზატორმა, ვახო ყადიძემ მისცა შანსი იმ ადამიანებს ვისაც წონის კომპლექსი არ აქვს...
რა ვიცი, გადაგვაყოლეთ ამ "ოვერ საიზმა" ხალხმა, ჩვენთვისაც ჩაატარეთ კონკურსი და ჩვენებაო. ახლა ლანძღავთ თქვენივე წონის ადამიანს...

ყველანაირი უფლება აქვს დღეს იყოს მოდელი, თუ ის სამოდელო კონკურსი არ არის, ამიტომ ნერვებს გაუფრთხილდით ხალხნო, ამდენი ღვარძლი დაგღუპავთ.
ყველას აქვს უფლება იყოს წარმატებული და მიზან დასახული," - წერს ლორენ მასხულია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026