Logo

ტაბლოიდი

"ეს თავისთავად მოხდა. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ"- ნოდიკო ტატიშვილი სიყვარულის ისტორიაზე

"ეს თავისთავად მოხდა. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ"- ნოდიკო ტატიშვილი სიყვარულის ისტორიაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნოდიკო ტატიშვილი "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას, ცხადია, ქალიშვილის და ცხოვრების თანამგზავრის - თათია ერქვანიძის თემას შეეხო. ეკა ჩხეიძის შეკითხვას - რა არის შენი ცხოვრების მთავარი ამბავიო, მომღერალმა ერთმნიშვნელოვნად უპასუხა, რომ კესანე!

ნოდიკო ტატიშვილი: უზომოდ ბედნიერი ვარ. მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია. მყავს კესანე!

თათიამაც აღიარა, რომ მე მგავს. გარკვეულწილად თათიასაც ჰგავს, მის ძმასაც, ჩემ დასაც, თითქოს დედაჩემსაც. მაგრამ ამ ეტაპზე, უფრო მამიკოს მხარეს არის. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვის ჰგავს. ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საყვარელია ჩემი კესანე. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. თუმცა ყველამ ვაღიარეთ, რომ ახლა ჩემსკენ არის, მამიკოს გოგოა.

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი არის კესანე და მგონია, რომ ყველა მშობლისთვის მათი ცხოვრების მთავარი ამბავი - მათი შვილებია.

თათია გადარეული დედაა. ბავშვი დედის რძით იკვებება და ამით უბედნიერესი დედაა.

მე 34 ნათლული მყავს. ბევრი მათგანი თოთოობაში დამიძინებია. ეს უნარები იქიდან შემომრჩა და ჩემს შვილზე არ გამჭირვებია.

გვინდა ჩვენმა კესანემ ბავშვობა აქ, საქართველოში გაატაროს. ჩვენი სიყვარულის და სითბოს გარდა, ბებია-ბაბუების, მამიდა-ბიძის სითბო მიიღოს. აფრენენ მასზე, ისე უყვართ. უნდა ისწავლოს ადამიანების სიყვარული, ვინ, ვინ არის. ბავშვი სამშობლოზე შეყვარებული უნდა იყოს. მერე უკვე მოგვიწევს წასვლა-წამოსვლა...

ნოდიკო ტატიშვილი

თათიასთან ურთიერთობა

თათია ერქვანიძის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ნოდიკომ ქალიშვილის დაბადება გვამცნო. ამ საოცარი სიახლის გასწვრივ გაჩნდა სახელი და გვარი, რომლითაც საზოგადოება დაინტერესდა.

"ადამიანი საკმაოდ კარგად უნდა გაიცნო. ადრე ყოფილა, ერთი ნახვით შეყვარება. ახლა ბავშვები აღარ ვართ. 39 წლის ვარ. მე და თათიამ ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი. საკმაოდ კარგად. მერე მოვიდა ეს გრძნობა. ამერიკაში რომ ვიყავი, სულ ვკონტაქტობდით - რას შვები, კარგად გეძინა? ასე, ნელ-ნელა მივხვდით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ურთიერთობა იმიტომ არ დაგვიწყია, რომ ერთმანეთი შეგვყვარებოდა. ეს თავისთავად მოხდა. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ" - თქვა მომღერალმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში.

ავტორი: ზმნა

12/01/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024