Logo

ტაბლოიდი

"ეს უკვე ჩემს ნერვებსა და ხასიათზე მოქმედებს" - ლელა მებურიშვილი გამომწერებს დახმარებას სთხოვს

"ეს უკვე ჩემს ნერვებსა და ხასიათზე მოქმედებს" - ლელა მებურიშვილი გამომწერებს დახმარებას სთხოვს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლელა მებურიშვილი, "ინსტაგრამზე", თავის გამომწერებს მიმართავს. როგორც მსახიობი ვიდეობლოგში ამბობს, მას თმის ცვენის პრობლემა აქვს და დახმარებას ითხოვს.

"როგორც იცით, თმის გაზრდას ვცდილობ, მაგრამ საშინელი პრობლემა მაქვს. თმა ძალიან მცვივა. რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საშუალება ვცადე, თუმცა არანაირი შედეგი, ჯერჯერობით, არ მაქვს. ასეთი რამ არასდროს მქონია.

თუ თქვენ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რამე კონკრეტულმა საშუალებამ გიშველათ, აუცილებლად გამიზიარეთ, გთხოვთ, რადგან ეს უკვე ეს ჩემს ნერვებსა და ხასიათზე მოქმედებს. მადლობა" - ამბობს მსახიობი.

გამომწერები, ცხადია მას კომენტარებში სხვადასხვა რჩევას აძლევენ. მათ შორის: მიდი ენდოკრინოლოგთან, ეგ ფარისებრი ჯირკვლის ბრალი იქნება, ან იქნებ სტრესია; გაიკონტროლე რკინა, იოდდეფიციტური ხომ არ ხარ და ასე შემდეგ.

ავტორი: ზმნა

10/31/2025