Logo

"ესეც ნიუ-იორკი! იცით, როგორი ბედნიერი ვარ?!" - თამო ვაშალომიძე თავის საოცნებო მოგზაურობაზე

"ესეც ნიუ-იორკი! იცით, როგორი ბედნიერი ვარ?!" - თამო ვაშალომიძე თავის საოცნებო მოგზაურობაზე

12/03/2025

ტექსტის ზომა

თამო ვაშალომიძე ამერიკაში ჩაფრინდა. როგორც ამბობს, 5 დეკემბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს. მანამდე კი თავის გამომწერებს მგზავრობის და ნიუ-იორკში ჩაფრენის ემოციებს უზიარებს.

"ჩემთვის ყველაზე საოცნებო მოგზაურობა დაიწყო. ორი კვირით ბავშვები არ დამიტოვებია და რაღაცნაირად გული დამწყდა. მაგრამ ამ დღეს დიდი ხანია ველოდი. თან 5-ში ძალიან მაგარი ღონისძიება მაქვს. ყველაფერს რამდენიმე დღეში ნახავთ.

თამო ვაშალომიძე

ადვილად გავიარე კონტროლი. მძღოლიც მოვიდა და ესეც ნიუ-იორკი! ულამაზესი! ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ჩემი სასტუმრო ცენტრალური პარკის წინ არის. 44-ე სართულზე ვარ.

იცით, როგორი ბედნიერი ვარ?" - ამბობს ვიდეოში თამო, რომლის ბმულიც აქ არის.

თამო ვაშალომიძე

გამგზავრებამდე კი მან, სოციალურ ქსელში, განათავსა ვიდეო, როგორ აწყობს შვილებთან ერთად ნაძვის ხეს. ვიდეოს კომენტარებში კი შეკითხვაზე, რა ღირს ეს ნაძვი, ვაშალომიძე პასუხობს - 4600 ლარი. რეაქციები თავად ნახეთ...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თამოსქინიმოგზაურობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026