Logo

კულტურა

"ეტყობა, კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული და "ლამაზად" გააკეთა ეს" - 17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა

"ეტყობა, კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული და "ლამაზად" გააკეთა ეს" - 17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა. როგორც პოეტი, ვახტანგ ჯავახაძე ამბობს, გალას, თვითმკვლელობის მიზეზთა ჯაჭვი დაუგროვდა. გარემოცვის მისადმი დამოკიდებულება, დამანგრეველი აღმოჩნდა.

ვახტანგ ჯავახაძე: ერთი მიზეზი არ ექნებოდა. თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი მისადმი დამოკიდებულება მგონია, რომელსაც მთავრობა, მწერალთა კავშირი და მისი ოჯახი იჩენდა. ეს ყველაფერი დაუგროვდა. მთელი ცხოვრება თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა. ბოლოს საბაბი პატარა რაღაც გახდა და ეს მზადება სისრულეში მოიყვანა კიდეც.

საავადმყოფოში რომ მივიდა, ოთხი საათი ალოდინეს. მერე პატარა, ორსაწოლიან პალატაში შეიყვანეს, სადაც იყვნენ პაციენტები და გალაკტიონს დაუდგეს მესამე საწოლი. იქ პაციენტის ცოლმა თქვა, შეგვავიწროვესო. ეს გაიგონა გალაკტიონმა, გავიდა პალატიდან, სადაც არც შებრუნებულა, სამი საათი სეირნობდა და ფანჯრიდან გადახტა კიდეც. შეიძლება ის ერთი სიტყვა – "შეგვავიწროვეს" გახდა საბაბი, რომ მას თავი მოეკლა. ეტყობა, კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული და "ლამაზად" გააკეთა ეს…

გალაკტიონი

***

გარდაცვლილს სიგარეტ "რეკორდის" სამი ღერი, სამი ასანთის კოლოფი და 281 მანეთი უპოვეს ჯიბეში...

მანამდე კი...

4 საათი კორიდორში გაატარა...

დაინახა კონსტანტინე გამსახურდიამ ფოეიეს კუთხეში მიყუჟული პაციენტი, მაგრამ არ მისულა, თვალი აარიდა... 5 საათზე დირექტორის მოადგილეს უკითხავს როგორ იყო, პაციენტს კი უპასუხია, ძალინ კმაყოფილი ვარ ყველასიო...

დაიწყო მე-6 საათი, იწურებოდა წამები, წუთები... სანიტარი შეეხმიანა, აიყვანა მეოთხე სართულზე... უკანასკნელად შევიდა პაციენტი 92-ე უაივნო ოთახში, მიხურა კარი, გაიხადა სავადმყოფოს ხალათი და ტახტზე დადო...

აიღო სკამი, მიიტანა ფანჯარასთან და "სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება." (მიხეილ ქვლივიძე)

და როგორც მურმან ლებანიძე ხატოვნად აღნიშნავდა " გალაკტიონმა ვიცით, თვითონ გაშალა ფრთებიო..."

თვითონაც არაერთხლ უთქვამს, რომ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს გაფრინდებოდა...

ეს იყო დიდი ტრაგიკოსის მიერ უკანასკნელად გათამაშებული ბრწყინვალე როლი...

პოეტისთვის კარგი სიკვდილი, უკანასკნელი კარგი ლექსია...

სიკვდილშიც გვაჯობაო, აღიარა სიმონ ჩიქოვანმა შემდეგ...

და ამ ყველაფერს და გალას რომ გაუგო, მისი მჩქეფარე ხმითვე უნდა გესმოდეს:

"რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები..."

ავტორი: ზმნა

03/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024