Logo

ტაბლოიდი

Exclusive: "ადამიანები, ვინც ახლა მებრძვიან, ჩემს გარეშე არაფერს აკეთებდნენ" - ინტერვიუ დიზაინერ ივა პაპიძესთან

Exclusive: "ადამიანები, ვინც ახლა მებრძვიან, ჩემს გარეშე არაფერს აკეთებდნენ" - ინტერვიუ დიზაინერ ივა პაპიძესთან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ორიოდ დღის წინ მოდის სამყაროში ცნობილმა ლიკა ყაზბეგმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "რამდენიმე თვეა ძალიან ცუდი, დამპლური თამაშების მოწმეა და აღიარებს, რომ სამოდელო სფეროში ამდენი ჭუჭყი და სიბინძურე არასდროს ყოფილა!"

ცხადია, ყაზბეგი კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა წერს შემდეგს.

ლიკა ყაზბეგი: ვუყურებ, როგორ ძირავს ერთი ქართველი - მეორეს. ოდესღაც საქართველოს მოდის კვირეულებზე დაიგნორებულმა ე.წ. დიზაინერმა, უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა შვილისხელა ბიჭს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად შენება გადაწყვიტა.
რეკავს უცხოეთის მოდის კვირეულის დამფუძნებლებთან, ეუბნება ათას მოგონილ სისაძაგლეს თავის კოლეგაზე, ცრუობს! ამბობს, რომ ის ერთადერთია და მხოლოდ მასთან უნდა დაიჭირონ საქმე!

გაირკვა, რომ ეს ბიჭი, ვისაც დედისტოლა დიზაინერი ფეხს უდებს და ჩაძირვას უპირებს, ივა პაპიძეა. ხუთი თვის წინ ივამ რუსკა ჯამასპიშვილთან ერთად, დააარსა Georgian Global Fashion Week-ი და "შერატონში" 2 მაისს ერთდღიან შოუს მართავს. მოდის კვირეულში 11 დიზაინერი მონაწილეობს.

ივა პაპიძე

იმ კონკურენტის მისამართით, ვინც პაპიძეს ზურგს უკან საქმეს უფუჭებს, ფეისბუქზე ივა წერს:

"ნუ მიგვიყვანთ იმ ზომამდე, თავად მოდის კვირულის პრეზიდენტები ავალაპარაკოთ თქვენზე, ვინ ხართ, რას აკეთებთ და როგორ მოქმედებთ.

მათ შორის დიზაინერები და მოდელებიც კი!

საბოლოოდ გაფრთხილებთ, დაასრულეთ!"

მოდის სამყაროს კულუარებში ამოქოქილი სკანდალის პარალელურად, მოდის კვირეულისთვის მზადება მიდის. მაისში ივას Georgian Global Fashion Week-ის გარდა, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi და Georgian Fashion Week-ი გამართავს ჩვენებებს. ვის ეპოდიუმებაო კი იკითხავთ, მაგრამ ხომ ხედავთ, ქართული მოდის ინდუსტრიის იატაკქვეშეთში რა ამბები ტრიალებს?!

ივა პაპიძე

ვინ არის ივა პაპიძე და ვინ რას ერჩის მას?

ის "ზმნასთან" ამბობს, რომ ვიღაცის ჩრდილქვეშ ყოფნა მისი ხასიათი არ არის. გასულ მოდის კვირეულებზე წარმატებული და ხმაურიანი კოლექციების შექმნის შემდეგ, დარწმუნდა, რომ ქართველი და უცხოელი კრეატიული ინდუსტრიისთვის, მოდის სამყაროსთვის მაღალი ხარისხის შოუს შეთავაზება შეეძლო. ამბობს, რომ მოდის სამყაროთი ღრმა ბავშვობიდან იყო დაინტერესებული.

ივა პაპიძე: ფართო მასებზე გასვლა, ჩემი პროექტის გაკეთება, სადაც დიზაინერებს ჩავრთავდი და იმ კონცეფციის და პლათფორმის შექმნა, რომელიც ქართველ დიზაინერებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საშუალებას მისცემდა, ყოველთვის მქონდა გეგმაში.

ივა პაპიძე

ვკერავ ბავშვობიდან. მქონდა შეხება საკერავ დანადგარებთან. საწარმოში გამზარდეს, ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია. შეხება მქონდა ქსოვილებთან, მკერავებთან, კონსტრუქტორთან, მეთოდისტთან... თავიდან ვაკეთებდი მინიმალისტურ ესკიზებს, ვჭრიდი ქსოვილებს, ვაკრავდი ბლოკნოტებში... ვქმნიდი "ლუქებს". ექსი წლის ასაკში შევკერე ქვედაბოლო, რომელიც შემდეგ მასიურ წარმოებაში ჩაიშვა და სხვადასხვა ქალაქებში გაიყიდა. მერე იყო დუტები და ასე შემდეგ...

ივა პაპიძე

დღეს უკვე ექვსი წელია ვხელმძღვანელობ სასწავლო ცენტრს, სადაც დიზაინ-კონსტრუირება, კერვის ტექნოლოგია ისწავლება. ჩემი კოლექციები და "ლუქები", რომელიც პოდიუმზე ჩემი ბრენდის სახელით - "მოდის სახლი ივა" გადის, ტექნიკურად სტუდენტების მიერაა შეკერილი. ჩემი პირველი სტუდენტი, 2 მაისს თავისი კოლექციით წარდგება მოდის კვირეულზე.

თვითონ არაერთ ქვეყანაში მქონია ჩვენება, მათ შორის - აზერბაიჯანში, დუბაიში, სკანდინავიასა და შვედეთში. მაქვს მიწვევები.

ივა პაპიძე

- ივა, ვინ გიშლით ხელს საქმიანობაში?

- ადამიანებთან, ვინც ახლა მებრძვიან, მოდის კვირეულებზე, როგორც დიზაინერს, 4-5 სეზონია მითანამშრომლია. ფაქტობრივად, ჩემს გარეშე არაფერს აკეთებდნენ. პროექტის ახლო მეგობარი ვიყავი. კონფლიქტი არადროს მოგვსვლია. უბრალო უკმაყოფილებაც კი. თუმცა ნოემბერში, როცა დაავანონსე, რომ უკვე თვითონ ვიწყებდი მოდის კვირეულის ორგანიზებას და ალტერნატიული პროექტი იბადებოდა, იქ დაიწყო ყველაფერი - ხელის შეშლა, დაბლოკვის მცდელობა...

- რატომ? რა მიზეზია?

- მათი მთავარი მიზანია, რომ ამ ბაზარზე მონოპოლია აიღონ, მხოლოდ თვითონ აკეთონ მოდის კვირეული.

მე შეხვედრა ვითხოვე, უნდა მეთქვა, რომ ჯანსაღ პირობებში ვაპირებდი თანაარსებობას, მაგრამ ცივი უარი მივიღე, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვთ. მე არ ვთვლი, რომ ვინმეს კონკურენტი ვარ. მე ამ საქმეს ვაკეთებ მაღალ პროფესიონალურად. თვითონაც მხოლოდ საქმეზე თუ იქნებიან კონცენტრირებულები და არა სხვების ხელის შეშლაში, იქნებ საქმე უკეთ გამოუვიდეთ.

- ძნელი იქნებოდა წნეხის პარალელურად ამ პროექტზე მუშაობა...

- ნამდვილად არ იყო ადვილი. შეგვექმნა პრობლემები, იყო რიგი დაბრკოლებები, თუმცა მწველი სურვილის, მონდომებისა და ბრძოლის ხარჯზე, ეს პრობლემები მეათასე ხარისხოვანი გახდა.

რთულია ამ მასშტაბის პროექტზე მუშაობის პარალელურად ისეთ რამეს რომ ვიგებ, როგორიცაა, ჩემ საერთაშორისო პარტნიორებთან დაბლოკვის მცდელობა. ხელს გვიშლიან, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვოპერირებთ და პროექტიც მალე სახეზე იქნება.

ბევრი ცუდი გადათამაშება იყო. ეს იმდენად ბინძური საქციელია, რომ არც მსურს ამაზე საუბარი. ამ ეტაპზე საჯაროდ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, თუ მსგავსი რამ ისევ გაგრძელდება, უკვე მე სხვა ზომებს მივმართავ. გამოვაქვეეყნებ ვიდეოს, რომელსაც დიდი ნახვები ექნება.

ივა პაპიძე

- ივა, Georgian Global Fashion Week-ი რითი იქნება გამორჩეული? ორგანიზატორის ამპლუაში თავის დამკვიდრებას არ უფრთხით?

- ეს იქნება მოდის კვირეულის პირველი სეზონი ჩვენთვის. ჩემი პროექტი სხვა დონის და მასშტაბისაა. ტექნიკური კუთხით დაუვიწყარი შოუ გვექნება. ჯერ საქართველოს მსგავსი მოდის კვირეული არ ჩაუტარებია. გვექნება უზარმაზარი ეკრანები, პროფესიონალური პოდიუმი, განსხვავებული განათება. ეს იქნება მაღალი კლასის მოდის ჩვენება საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეზონია და არც იცნობენ ჯერ ამ პროექტს, Georgian Global Fashion Week-ზე ცხოველი ინტერესია. ჩამოდიან მოდის კვირეულების პრეზიდენტები, ორგანოზატერები, პროდიუსერები. მოდის კვირეულში მონაწილეობს უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი. გვესტუმრებიან მათი მოდის კვირეულების პრედენტები. შვედეთი მოდის კვირეულის პრეზიდენტი, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ვერ ჩამოდის, შემდეგ სეზონზე სრული დელეგაციით და თავისი კოლექციით შემოგვიერთდება. ბევრი კრეატიული ადამიანია ჩართული.

ჩვენებებში ბაზარზე წარმატებული, დამკვიდრებული და ახალბედა ბრენდები მონაწილეობენ...

ივა პაპიძე

- თქვენი მოდის სახლი რა კოლექციით წარდგება?

- "მოდის სახლი ივა" 2026-2027 წლების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებით წარდგება, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზით. იქნება პრეტაპორტე, მაღალი მოდა, კომბინირებულად. ასე რომ, ვემზადებით...

ივა პაპიძე

ავტორი: ლილიანა ფალიანი

04/29/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024