Logo

ეს არ გამოგრჩეთ

გაიცანით 192 წლის კუ - ჯონათანი

გაიცანით 192 წლის კუ - ჯონათანი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბუნების ქმნილებათა სიცოცხლის ხანგრძლივობა საოცრად განსხვავებულია. ცხოველთა ზოგი სახეობა მხოლოდ რამდენიმე დღით ცხოვრობს, ზოგის სიცოცხლისუნარიანობა კი საუკუნეებს აღწევს. მეცნიერები წლების განმავლობაში ყურადღებით სწავლობენ ცხოველებს, რომლებიც თითქოს დროის სვლას უგულებელყოფენ.

სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდსმენთა შორისაა წმინდა ელენეს კუნძულზე მცხოვრები კუ - ჯონათანი.

კუ ჯონათანი

ჯონათანი დღესდღეობით ყველაზე ხანდაზმულ ცხოველად ითვლება. ის გალაპაგოსის კუს სახეობის წარმომადგენელია და მისი ასაკი დაახლოებით 192 წელია.

ჯონათანი დაახლოებით 1832 წელს, ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის სიძლიერის ხანაში დაიბადა.

წმინდა ელენის კუნძულზე ის სეიშელებიდან 1882 წელს გადაიყვანეს, როცა უკვე სრულწლოვანი (50-ზე მეტი წლის) კუ იყო.

დღესდღეობით ჯონათანის წონა 100 კგ–ზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით უკვე ძალიან დიდია, მას გამორჩეულად კარგი მადა აქვს და კუჭ-ნაწლავის ფუნქციასაც კარგად ინარჩუნებს.

კუ ჯონათანი

ახლა ჯონათანი წმინდა ელენის კუნძულზე გუბერნატორის რეზიდენციაში ცხოვრობს. ხშირად სეირნობს მინდორში და თბება მზეზე. ვეტერინარების ყურადღება და სპეციალური დიეტები ჯონათანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ჯონათანი არა მხოლოდ ყველაზე ხანდაზმულ ცხოველად, არამედ ცოცხალ ისტორიად ითვლება, რომელმაც სამი საუკუნე იხილა. მან თავის სიცოცხლეში ამერიკის 40-მდე პრეზიდენტი და წმინდა ელენის კუნძულის 31 გუბერნატორი გამოიცვალა.

კუ ჯონათანი

ამიტომ ითვლება ჯონათანი კუნძულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად, ტურისტებისთვის საყვარელ სანახაობად და ამიტომაც მოხვდა მისი გამოსახულება წმინდა ელენეს კუნძულის 5 პენსიან მონეტაზე დედოფალ ელისაბედთან ერთად.

ავტორი: ზმნა

11/07/2025

192 წლის კუასაკიანი ცხოველიკუ ჯონათანირეკორდსმენი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024