Logo

გახშირდა თუ არა შფოთვა, ემოციური გადაღლა და დეპრესიულ განწყობა?

გახშირდა თუ არა შფოთვა, ემოციური გადაღლა და დეპრესიულ განწყობა?

10/01/2026

ტექსტის ზომა

შფოთვა, ემოციური გადაღლა და დეპრესიული განწყობა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თუმცა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მართლაც გახშირდა?
ექიმი ინგა მამუჩიშვილი მიიჩნევს, რომ შემთხვევების ზრდა, ცნობიერების გაზრდას უკავშირდება, დღეს ამ ტიპის პრობლემებს უკეთ ვცნობთ და მათ შესახებაც უფრო ღიად ვსაუბრობთ.

თუმცა მნიშვნელოვანი ხდება ზღვრის გავლება ჩვეულებრივ ემოციურ რეაქციასა და ისეთ მდგომარეობას შორის, რომელსაც უკვე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

"დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის შფოთვას, ემოციურ გადაღლასა და დეპრესიულ განწყობას.მიზეზი ერთი არაა: ქრონიკული სტრესი, ინფორმაციული გადატვირთვა, სოციალური ქსელები, ძილის დარღვევა, ცხოვრების სწრაფი ტემპი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი ერთმანეთის ეფექტს აძლიერებს.

თუმცა არის მეორე მიზეზიც: ადრე ბევრი ფსიქიკური პრობლემა უბრალოდ ამოუცნობი რჩებოდა. დღეს უკეთ ვიცნობთმათ და ადამიანებიც უფრო თამამად საუბრობენ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე.

პერიოდული შფოთვა ან სევდა დაავადება არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ეს მდგომარეობა ხანგრძლივდება და ყოველდღიურ ცხოვრებას გვიშლის.ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ყველას," - წერს ექიმი სოციალურ სქელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დეპრესიაექიმიინგა მამუჩიშვილიშფოთვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026