Logo

ყველაფერი ბავშვებზე

გახურებულ მანქანაში ორი ბავშვი დაიღუპა - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა?

გახურებულ მანქანაში ორი ბავშვი დაიღუპა - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საფრანგეთში რეკორდულმა სიცხემ უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მიიპყრო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2 და 4 წლის ბავშვები, გახურებულ ავტომობილში იპოვეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ მაღალი ტემპერატურა გახდა.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ გვახსენებენ საფრთხეს, რომლის შესახებაც ბევრი მშობელი საკმარისად ინფორმირებული არ არის. დახურული ავტომობილი, ზაფხულში, რამდენიმე წუთში შეიძლება სასიკვდილო ხაფანგად იქცეს.

მანქანა

ექსპერტების განმარტებით, მზეზე გაჩერებულ ავტომობილში ტემპერატურა პირველ 10-15 წუთში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. თუ გარეთ 35-40 გრადუსია, სალონში ტემპერატურამ შეიძლება 60-70 გრადუსსაც მიაღწიოს.

ბევრი ფიქრობს, რომ ფანჯრის მცირედით ჩამოწევა საფრთხეს ამცირებს, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ეს ეფექტი უმნიშვნელოა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს ვერ აცილებს.

სამწუხაროდ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები არიან. ბავშვის ორგანიზმი ზრდასრულის ორგანიზმთან შედარებით გაცილებით სწრაფად ხურდება. მათი სხეულის ტემპერატურა 3-5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, რის გამოც გადახურება ძალიან მოკლე დროში შეიძლება განვითარდეს.

ბავშვი

გადახურების პირველი ნიშნებია:

ძლიერი ოფლიანობა;

სისუსტე; თავბრუსხვევა;

აჩქარებული სუნთქვა;

დაბნეულობა.

მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სითბური დარტყმა, გონების დაკარგვა, ორგანოების დაზიანება და სიკვდილი.

მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. ხშირად მიზეზი მშობლის ან მეურვის წამიერი გაფანტულობა, ყოველდღიური რუტინის ცვლილება ან მცდარი წარმოდგენაა, რომ „რამდენიმე წუთში დავბრუნდები“.

ბავშვი

სპეციალისტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ავტომობილში ბავშვის მარტო დატოვება არც რამდენიმე წუთით და არც მანქანის ჩრდილში გაჩერების შემთხვევაში უსაფრთხო არ არის .

ავტორი: ზმნა

06/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024