სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფული მხოლოდ მატერიალური ერთეული არ არის. ის, პირველ რიგში, ჩვენს მენტალიტეტთან, სურვილებთან და საკუთარი თავის შეფასებასთანაა კავშირში. ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ რეალური პრობლემა ზოგჯერ არა შესაძლებლობების ნაკლებობაში, არამედ იმაშია, რომ ზუსტად არ ვიცით, რა გვინდა და რას ვიმსახურებთ.
ჰოლისტიკური მენტორი, ენერგო პრაქტიკების ტრენერი თეკო ჯაფარიძე ამბობს, რომ ხშირად ადამიანები თავადვე იწესებენ ფინანსურ ლიმიტებს... და იმის გარკვევა, ფლობთ თუ არა მდიდრის ფსიქოლოგიას და რამდენად თავისუფალი ხართ ფინანსური სტერეოტიპებისგან ძალიან მნიშვნელოვანია.

"ბოლო პერიოდში, ვაკეთებ ხოლმე ექსპერიმენტებს, ადამიანებზე დაკვირვებას ჩემს სოციალურ ქსელში... ისეთ კითხვებს ვსვამ, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი.
ერთ-ერთი ასეთი კითხვა იყო - რამდენად უნდა ჰქონდეს ადამიანს ყოველთვიური შემოსავალი, რომ მან გააკეთოს ის, რაც უნდა? და გავოგნდი კომენტარებით. ადამიანებს თითქოს ეშინიათ მოითხოვონ... ბევრმა დაწერა, რომ 1000 ლარი, 2000 ლარი, 5000 ლარი სურს... ძალიან ცოტამ დაწერა, რომ 20 000, 50 000 და ასე შემდეგ. ზოგმა ისიც დაწერა - მე უნდა ვეყო ხელფასს და ნებისმიერ ხელფასით უნდა ვიყო კმაყოფილიო. როგორი ფსიქოლოგიაა, ხომ?

რამაც გამაოგნა, იყო ის, რომ არ ვიცით, რა გვინდა. შენ თუ არ იცი, რა გინდა, რა გჭირდება, რამდენი გჭირდება, თვეში რამდენი უნდა გქონდეს, ეს უკვე განზრახვაა, ეს პრობლემაა.
ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ოცნებები, სურვილები, მიზნები... უნდა გქონდეს დიდების, დიდებული ცხოვრების სურვილი... მდიდრის ფსიქოლოგია უნდა გქონდეს ქვეცნობიერად. და არა ის, რომ შენ უნდა "ეყო" ხელფასს... უნდა ინატრო, ისურვო, დაისახო მიზნად ბევრი და შემდეგ აქედან იწყება, განზრახვიდან იწყება ყველაფერი... და შენ თუ თავიდანვე შემოიფარგლები იმიტომ, რომ გეშინია, რომ თვეში 2000 ლარზე მეტი თითქოს არ უნდა გქონდეს, ეს უკვე განზრახვაა.

ესე იგი, ამ ადამიანებს ეშინიათ მოითხოვონ, თავიანთი აზრი გამოხატონ. აქედან იწყება ყველაფერი და მე გამაოგნა იმან, რა მენტალობა გვაქვს... მე არა, ყოველ შემთხვევაში. მე, მაგალითად, მინდა, რომ თვეში მქონდეს 50 000, რომ... ყოფილიყო, ჩემთვისაც მეყოფოდა და სხვებსაც დავეხმარებოდი. ამიტომ, მეგობრებო, მიეცით თქვენს თავს უფლება იყოთ თავისუფლები, მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით, რასაც იმსახურებთ და ნუ გეშინიათ სიმდიდრის და სიუხვის," - ამბობს ცნობიერების მენტორი.
05/27/2026