ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინტეგრაციული მედიცინის სპეციალისტი ჯაბა ტყემალაძე ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ქრონიკული სტრესის სინდრომის შემთხვევების ზრდა, კორონა ვირუსისა და არაჯანსაღი საკვების შედეგია.
„ქრონიკული სტრესის სინდრომი არ არის ქრონიკული ხშირი ნერვიულობა, ეს არის კორტიზოლის ქრონიკული დეფიციტი.
კორტიზოლი, მარტივად რომ ვთქვათ შიშის ჰორმონი, ორგანიზმში ერთხელ თუ გამოიყო, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ტანჯავს ადამიანს.

თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ არ უნდა სცემდე პატივს საკუთარ თავს, რომ ის კორტიზოლის დეფიციტამდე მიიყვანო,“- ამბობს ექიმი. ჯაბა ტყემალაძე კორტიზოლის დეფიციტით გამოწვეულ ქრონიკული სტრესის სინდრომს, იმ თაგვების მდგომარეობას ადარებს, რომლებზეც ცდებს ატარებენ.
„ქრონიკული სტრესის სინდრომი ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს უნდა რაღაც გააკეთოს, მაგრამ არ ყოფნის კორტიზოლი, რომ გადადგას რაღაც ნაბიჯი.
ეს ის მდგომარეობა, როცა გულით არ გინდა რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ, ეძებ რაღაც ცუდს და ცუდი რომ ხდება გიხარია.
მაგალითად თაგვებს რომ ტანჯავენ და აწამებენ ლაბორატორიაში დენით, ის თაგვები ბოლოს უბრალოდ წვებიან და ემორჩილებიან, აღარ გაურბიან დენს. აი ასეთ თაგვების მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი ქრონიკული სტრესის სინდრომს.

რაც შეეხება კორტიზოლის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს, ყველაზე ხშირად დეფიციტი ყალიბდება ფარული ინფექციური დაავადებების შედეგად. ხუმრობით რომ ვთქვა, ვერცერთი გურული ქალი ვერ დასტრესავს ადამიანს ისე, როგორც ინფექციური დაავადება, რომელიც ფარულად, პრაქტიკულად შეუმჩნევლად მიმდინარეობს.
ადამიანი ხშირად ვერც კი ამჩნევს ისე აღმოჩნდება იქ სადაც კორტიზოლი აღარ ყოფნის და მარტივად რომ ვთქვათ „ლენჩდება“. კარგავს რეაქციის უნარს. ასეთ ადამიანები შეურაცხყოფასაც ფორმალურად აღიქვამენ. გულით და გრძნობით, ისინი შეურაცხყოფაზეც კი აღარ გპასუხობენ.
როგორ გავარკვიოთ აქვს თუ არა ადამიანს ქრონიკული სტრესის სინდრომი? ამის შემოწმება საკმაოდ მარტივია. DHEA (დეჰიდროეპიანდროსტერონი)ჰორმონი თუ მაღალია, ე.ი.ადამიანი მიექანება ქრონიკული სტრესისკენ.

არაჯანსაღი საკვები და კორონავირუსი, ეს ორი ფაქტორი გახდა იმის მიზეზი, რომ ქრონიკული სტრესის სინდრომმა იფეთქა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენთან, რადგან ჩვენ არანაირი რეგულაციები არ გვიცავს იმ საკვებისგან, რომლის გამოყენებაც საკვებად არ შეიძლება.
ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფომ მკაცრად გააკონტროლოს საკვების ხარისხი.

მხოლოდ კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ცვლილებები საკმარისია, რომ ქრონიკული სტრესის სინდრომი რამდენჯერმე გაიზარდოს და არაჯანსაღი საკვების მიღებით, ეს რისკი 10-ერ იზრდება. მარტივად რომ ვთქვა, ადამიანის "გალენჩება", როგორც დაავადება საქართველოში ძალიან არის გაზრდილი," - ამბობს ჯაბა ტყემალაძე.
11/30/2025