Logo

ჯანმრთელობა

"ღამის ადამიანებს" 79%-ით უფრო ხშირად ექმნებათ გულის პრობლემები - გაეცანით ახალი კვლევის შედეგებს

"ღამის ადამიანებს" 79%-ით უფრო ხშირად ექმნებათ გულის პრობლემები - გაეცანით ახალი კვლევის შედეგებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იცოდით, რომ ძილის რაოდენობასა და იმ ჩვევებს, რომლებიც ადამიანებს ძილთან დაკავშირებით გააჩნიათ, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია?

ამ თემასთან დაკავშირებული კიდევ ერთი, უახლესი კვლევის შედეგებს უზიარებს გამომწერებს ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის მიერ გამოქვეყნებული მასალა ცხადყოფს, რომ „ღამის ადამიანები“, ანუ ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც ღამით გვიან იძინებს და დღისით ძილი უყვარს, გულის დაავადებების მხრივ გაცილებით დიდი რისკის ქვეშაა ვიდრე ის კატეგორია, რომელსაც ღამით სძინავს და დილით ადრე იღვიძებს.

"ახალმა კვლევამ (რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში) აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და საღამოს უფრო აქტიურები არიან — ე.წ. „ღამის ადამიანები“ — შეიძლება დროთა განმავლობაში გულის დაავადებების ოდნავ უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ღამე


ეს არ ნიშნავს, რომ ღამით ძილი ავტომატურად საშიშია, მაგრამ კვლევა გვაძლევს მნიშვნელოვან სიგნალებს, რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ეს პროსპექტული ანალიზი ეფუძნება UK Biobank-ის მონაცემებს და მოიცავს 300,000-ზე მეტ ზრდასრულ ადამიანს, რომელთაც დეტალურად აქვთ აღწერილი ცხოვრების წესი, კლინიკური მაჩვენებლები და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ინდიკატორები. კვლევამ ადამიანები სამ ჯგუფად დაყო:
დილის ტიპი (ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს), შუალედური ტიპი, საღამოს/ღამის ტიპი (გვიან იძინებს და გვიან იღვიძებს)
გულის ჯანმრთელობა შეფასდა ამერიკის გულის ასოციაციის 8 ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით, რომლებიც მოიცავს:
ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის ხარისხს, თამბაქოს მოხმარებას, სხეულის წონას, ქოლესტერინს, სისხლში შაქარს და არტერიულ წნევას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ ღამის ადამიანებს საერთო გულის ჯანმრთელობა უფრო სუსტი ჰქონდათ. ისინი დაახლოებით 79%-ით უფრო ხშირად ხვდებოდნენ იმ ჯგუფში, ვისაც გულის ჯანმრთელობის მაჩვენებლები სუსტი ჰქონდა, ვიდრე შუალედური ტიპის ადამიანები.
კვლევებმა აჩვენა რომ ღამის ადამიანებს ჰქონდათ დაახლოებით 16%-ით მაღალი რისკი, განეცადათ გულის შეტევა ან ინსულტი.

დილა


შედეგები ემთხვევა მზარდ მტკიცებულებებს, რომ ცირკადული რიტმები (ადამიანის ცირკადული რითმი ძილ-ღვიძილის მონაცვლეობის ტიპია, დღე-ღამის განმავლობაში. ის უზრუნველყოფს ადამიანის ძილის და სიფხიზლის გრაფიკის კონტროლს) გავლენას ახდენს მეტაბოლურ რეგულაციაზე, ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, ანთებით პროცესებსა და ენდოთელიუმის ფუნქციაზე — მექანიზმებზე, რომლებიც მონაწილეობს ათეროსკლეროზისა და არითმიების განვითარებაში.
შესაბამისად, ქრონოტიპი (ქრონოტიპი — ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება დილის ან საღამოს აქტიურობისკენ) შეიძლება იყოს არა მხოლოდ ქცევითი, არამედ ფიზიოლოგიური რისკ-ფაქტორი.
პრობლემა მხოლოდ ძილის დროს არ არის — არამედ ცხოვრების წესშიც. გაზრდილი რისკის დაახლოებით 75% დაკავშირებულია ცხოვრების წესთან, მათ შორის: მოწევა ან ნიკოტინის მოხმარება, არასაკმარისი ან უხარისხო ძილი, ფიზიკური უმოქმედობა, არაჯანსაღი კვება
ანუ, მთავარი პრობლემა არ არის მარტო ის, რომ ადამიანი გვიან იძინებს, არამედ ის, როგორ ცხოვრობს.
რატომ შეიძლება ხდებოდეს ასე?
მეცნიერები საუბრობენ ე.წ. ცირკადულ შეუთავსებლობაზე — როცა ადამიანის შიდა ბიოლოგიური საათი არ ემთხვევა დღის ბუნებრივ რიტმს ან სოციალური ცხოვრების გრაფიკს (სამუშაო, სკოლა, ტრანსპორტი). ეს შეიძლება იწვევდეს: ძილის ხარისხის გაუარესებას, მეტაბოლიზმის დარღვევას, გვიან ჭამას, არარეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე.
კვლევა არ ამბობს, რომ „ღამის ადამიანები განწირულები არიან“. ის ამბობს, რომ სწორი ჩვევებით რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს," - წერს ზაზა წერეთელი.



ავტორი: ზმნა

02/10/2026

ადამიანის ტიპიზაზა წერეთელიკვლევაძილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024