Logo

საზოგადოება

"გამოძიება რომ 12 წელი ვერ ახერხებს სიმართლის დადგენას, ამაში უნდა ერთვებოდეს ხალხი" - ინფლუენსერი საზოგადოებას მიმართავს

"გამოძიება რომ 12 წელი ვერ ახერხებს სიმართლის დადგენას, ამაში უნდა ერთვებოდეს ხალხი" - ინფლუენსერი საზოგადოებას მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

12 წლის წინ, უცნაურ ვითარებაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის ემოციურმა მიმართვამ და საზოგადოებისათვის შვილის პოვნაში დახმარების თხოვნამ, ათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ გააერთიანა. შვილდაკარგული დედის ცრემლებმა, თანადგომის სურვილი ყველა იმ ადამიანში გააღვიძა, ვინც 12 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ მოისმინა.


ადამიანები მზადყოფნას გამოთქვამენ შექმნან მოხალისეთა ჯგუფები და დედას, ნამეწყრალ ადგილზე შვილის მოძებნაში დაეხმარონ.
თუმცა საქმე მარტივად მოსაგვარებელი არ გახლავთ. ნამეწყრალის გათხრა მძიმე ტექნიკის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ასევე საჭიროა იურიდიული მხარის, ნებართვების მოწესრიგება. ამისათვის კი პროფესიონალი ადვოკატების და იურისტების ჩართულობაა აუცილებელი.

საქმის დეტალებს, სიახლეებს, გამოძიებისათვის საინტერესო მომენტებს და დახმარების მსურველთა ინიციატივებს კონტენტ კრეატორი ელენიკო ფოქსი საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე ერთად აგროვებს და დაკარგული ბიჭის დედასთან შეთანხმებით, ერთგვარ არქივს ქმნის.
ელენიკო ფოქსი გამოხმაურებას სთხოვს ყველას, ვისაც საქმეში თუნდაც უმნიშვნელო სინათლის შეტანა შეუძლია.

"მინდა გაიხსენოთ, როგორ გავერთიანდით 13 ივნისის სტიქიის დროს ან გურიის დიდთოვლობის დროს, ან დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რომ ავკრიბეთ მილიონობით ლარი. რატომღაც ყველა ადვოკატი ირიდებს თავიდან ამ საქმეს და უარს ამბობენ. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს და მეტ ეჭვს აჩენს იმის შესახებ, რომ ამ ამბავში რაღაც ისეთი ხდება, ან ვიღაც ისეთია გარეული, რომ არ უნდათ ამ ამბის გაშუქება. უმორჩილესად გთხოვთ, ამ თემაზე რაც შეიძლება ბევრმა ვისაუბროთ. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის გავრცელება და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანაა," - მიმართავს საზოგადოებას ტიკტოკერი.


პარალელურად ელენიკო ფოქსი იმ ადამიანებს უკავშირდება, რომელიც 12 წლის წინ, ექსკურსიაზე, 17 წლის გურიკასთან ერთად იმყოფებოდნენ და მისი უკანასკნელი თვითმხილველები იყვნენ.
როგორც კონტენტ კრეატორი ამბობს, რამდენიმე მათგანთან წყნარი და საინტერესო საუბარი ჰქონდა. თუმცა იყო მუქარა და პრეტენზიებიც... რაც ყველაზე გასაკვირი და საეჭვოა, არცერთი მათგანი არაა თანახმა ისაუბროს ხალხთან და ამბის საკუთარი ვერსია გაამხილოს.


"12 წელი რომ საქმე არ კეთდება და გამოძიება ვერ ახერხებს სიმართლის დადგენას, ამაში უნდა ერთვებოდეს ხალხი. მძიმე ტექნიკის გარეშე იმ ზონის დათვალიერება შეუძლებელია. ამიტომ მოხალისეები ვერაფერს გახდებიან.
მნიშვნელოვანია იურიდიული მხარის მოგვარებაც.
ძალიან გაგვიჭირდა ადვოკატის მოძებნა. სამწუხაროდ, ადვოკატები თავს არიდებდენ ამ საქმეს და მასში ჩართვაზე უარს ამბობდენ.
ახლა უკვე გვაქვს კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც იმედი გვაქვს სხვებივით არ გაქრება და ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს," - ამბობს ელენიკო ფოქსი.

შეგახსენებთ, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებასა და ტერიტორიის სპეციალური ტექნიკით დათვალიერებას ითხოვს.
გამოძიების მასალების მიხედვით, მეგობრებთან ერთად მლეთაში ექსკურსიაზე წასული 17 წლის ბიჭი, უკანასკნელად ღამის 3 საათზე ნახეს.
მისი მეგობრები აცხადებდნენ, რომ გურამი გზად ქვაზე ჩამოჯდა, თავად კი სვლა განაგრძეს. ქვემო მლეთაში ჩასვლის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ გურამი მათთან აღარ იყო. 17 წლის ბიჭის კვალი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა ხევში ჩავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეორე დღეს ამ ხევში ზვავი ჩამოწვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

"მეწყერი რომ გაიწმინდოს, ვიპოვი ჩემს შვილს, თვითონ გურიკამ მითხრა, მიპოვიო" - 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/29/2026

გამოძიებაგაუჩინარებულიგურამ დადიანიძეელენიკო ფოქსიმიმართვა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024