რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მაღალუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა. სამი დღის წინ, სასულიერო პირმა, დიღომში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. შემდეგ მას ინსულტი განუვითარდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე საათის წინ კი ეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა...
მიტროპოლიტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადამიანები, სოციალურ ქსელში, გულის ტკივილს გამოთქვამენ.
თამარ მამაცაშვილი ("კარიბჭის" რედაქტორი):
ის სოხუმიდან იყო...
მერე ბორჯომის ეპარქიას უძღვებოდა...
მერე იყო დიდი განსაცდელი...
მე მახსოვს მისი ცრემლები ათონზე გაცილებისას და მასთან ერთად ვტიროდით ყველა იქ მყოფნი...
მერე დაბრუნდა, მდაბლად, მორჩილად, სიყვარულით განაგრძო მიღვაწეობა ტიტულატურ მღვდელმთავრად...
2 ნოემბერს მამა გაბრიელის გზა გაიარა მრევლთან ერთად.
მერე ბიჭვინთის ხატის ტაძარი აკურთხა დიდ დიღომში...
ეს მცირე ასლია იმ ტაძრისო, იქ, აფხაზეთში რომ გველოდება და ჩვენ იქ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთო...
იმ ღამით კი მძიმე ინსულტი განუვითარდა და გამთენიისას გონდაკარგული იპოვეს კელიაში.
ახლა შევიტყვე, რომ მეუფე სერაფიმემ უფალს შეჰვედრა სული...
ის 64 წლის იყო - ტკივილებგამოვლილი...
მართალთა სავანეში დაამკვიდროს უფალმა მისი სული...
დაგვლოცე, ტკბილო მეუფეო...
ნესტან კირთაძე (ისტორიკოსი, პოლიტიკოსი):
მეუფევ, ჩემო ტკბილო მეუფევ, მოძღვარო, მეგობარო და მასწავლებელო!
როგორ დავწერო, რომ აღარ ხართ, რომ ასე მოულოდნელად დატოვეთ ეს სოფელი და ზეციურ საქართველოს შეუერთდით.
სულ ორიოდე დღის წინ, ერთიანი საქართველოს უდიდესი სიმბოლოს - "ახალი ბიჭვინთის" ტაძრის საძირკველი აკურთხეთ...
სულ სხვა გეგმები გქონდათ...
ამას ვინ ელოდა...
... მეუფევ, როგორი მოთმინებით დაიტიეთ კაცთაგან მონიჭებული აუტანელი ტკივილი და, დიდი მამების მსგავსად, როგორი მორჩილებით და მოთმინებით გაიარეთ დევნისა და წამების გზა და მაინც, რაოდენ სავსე იყო სიყვარულით თქვენი გული, სიტყვა,საქმე და მოღვაწეობა...
გვიყვარხართ მეუფევ!
ყველას უყვარხართ!
ჩვენს გულში იქნებით, მუდამ!
ყველას გულში იქნებით მუდამ, უდიდესი სიყვარულით და მონატრებით!
ღმერთმა აცხონოს მიტროპოლიტ სერაფიმეს უკვდავი სული!!! ამინ!!!
11/05/2025