ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
განხეთქილების ვაშლი - ასე უწოდებენ ხანგრძლივი დავისა და უსიამოვნების გამომწვევ მიზეზს.
ამ გამოთქმას საფუძვლად უდევს ლეგენდა ქალღმერთი ერიდას საჩუქრის შესახებ.
მეფე პელევსისა და ზღვის ქალღმერთი თეტიდას ქორწილში ყველა ქალღმერთი იყო მოწვეული განხეთქილების ქალღმერთ ერიდას გარდა. ნაწყენმა ერიდამ საქორწინო სუფრაზე ჩუმად ჩამოაგდო ვაშლი წარწერით "უმშვენიერესს".
ვაშლის დასაკუთრების პრეტენზია სამ ქალღმერთს ჰქონდა - ზევსის მეუღლე ჰერას, სიბრძნის ქალღმერთ ათენას და სილამაზის ქალღმერთ აფროდიტეს.
ზევსმა მათ მსაჯულად ტროის მეფის ვაჟი პარისი დაუნიშნა.

თითოეული ქალღმერთი ცდილობდა პარისის გულის მოგებას. ჰერა მთელი სამყაროს მბრძანებლობას აღუთქვამდა, ათენა უდიდეს გმირად ქცევას ჰპირდებოდა, აფროდიტე კი მთელ ქვეყანაზე ულამაზეს ქალს სთავაზობდა ცოლად. პარისმა ეს უკანასკნელი საჩუქარი აირჩია და გამარჯვება აფროდიტეს მიაკუთვნა. (აქედან მოდის გამოთქმა პარისის მსჯავრი).
აფროდიტემ პირობა შეასრულა და დაეხმარა პარისს სპარტას მეფის, მენელაოსის ულამაზესი ცოლი, მშვენიერი ელენა მოეტაცებინა. ამას მოჰყვა ათწლიანი ომი ბერძნებსა და ტროელებს შორის.
ასე იქცა ოქროს ვაშლი უდიდესი განხეთქილების საბაბად.
ამის გამო უწოდებენ განხეთქილების ვაშლს მას, რაც ხდება დავის, უთანხმოების მიზეზი, ომის საბაბი.
11/10/2025