Logo

"განვიკურნები და გაცილებით საშიში დავბრუნდები" - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს მიმართავს

"განვიკურნები და გაცილებით საშიში დავბრუნდები" - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს მიმართავს

06/16/2026

ტექსტის ზომა

ილია თოფურია კლინიკიდან გამოწერეს, მისი დაზიანებები სახიფათო არ არის. ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, თავის ამერიკელ მეტოქეს გამარჯვებას ულოცავს და ასე მიმართავს.

ილია თოფურია: - ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ კვალს დამიტოვებდი სახეზე... და ასეც მოიქეცი. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი - მარცხენადანაც.

მობოდიშების გარეშე.

ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ბანაკი მქონდა. მზად და ფხიზლად მოვედი. გუშინდელი ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ თანაარსებობენ.

განვიკურნები. დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით საშიში დავბრუნდები.

და დამიჯერე... ეს ამბავი, ჩვენს შორის, ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. რემატჩი გვექნება."

ილია თოფურია

ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს.

ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

"დაბლა დავარდნილ ილია თოფურიას ვერავინ ნახავს" - ქართველი ჩემპიონი წაგებაზე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026