საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გარდაიცვალა ჯემალ ღაღანიძის მეუღლე, პიანისტი ლენა გერმესაშვილი-ღაღანიძე. ამის შესახებ ფეიბუქზე შვილიშვილი, სანდრო მიკუჩაძე წერს:
"გარდაიცვალა ბებიაჩემი ლენა ღაღანიძე-გერმესაშვილი.
პანაშვიდი სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00სთ-დან.
პანაშვიდი სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 სთ-დან."
ჯემალ ღაღანიძის და ლენა გერმესაშვილის ოჯახი თითქმის 60 წელს ითვლიდა. ბოლომდე თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. მეუღლესთან ურთიერთობას ქალბატონი ლენა, ასე იხსენებდა.
ლენა გერმესაშვილი: მე ოპერაში უფრო ხშირად დავდიოდი, ვიდრე რუსთაველის თეატრში. ერთხელ, მე და ჩემს მეგობარს, ჯემალმა ოპერის ბილეთები გვიშოვა და შეგვიყვანა. მერე ტელეფონის ნომერი მთხოვა. გამასეირნა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სიყვარული სასწაულად ამიხსნა - დედას გეფიცები, ფეხბურთზე მეტად მიყვარხარო. ჩვენი ჩხუბის საგანიც სულ ეს იყო, ის სულ ფეხბურთს უყურებდა, მე ფილმებზე მინდოდა გადამერთო და ვკამათობდით. გაბუტული და დამდურებული ხუთი წუთი არ ვყოფილვართ.
არც ვიცი, ეჭვიანობა რა თვისებაა. არც ერთს არ გვიეჭვიანია. ეჭვიანი რომ ვყოფილიყავი, 55 წელი მსახიობის ცოლობას რა გაუძლებდა...
ხელს ვუწყობდი, არასდროს მითქვამს, რა გვინდოდა. თვითონ ვაგვარებდი...
06/09/2026