Logo

"გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი და..." - რას იხსნებს ლაშა ბასლანძეზე დავით ოქიტაშვილი

"გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი და..." - რას იხსნებს ლაშა ბასლანძეზე დავით ოქიტაშვილი

11/04/2025

ტექსტის ზომა

მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. ლაშა უკანასკნელ გზაზე საბურთალოს ამაღლების ტაძრიდან გააცილეს. პანაშვიდზე ოჯახთან ერთად მისული იყო ბიძინა ივანიშვილიც.

ლაშა ბასლანძე

დათო ოქიტაშვილი ლაშასთან უკანასკნელ საუბარს იხსენებს და ფეისბუქზე წერს.

"რთულია წარსულში ისაუბრო ადამიანზე, რომელიც დადებითი ენერგიით, სიკეთით იყო აღსავსე, კეთილი საქმეების კეთება აბედნიერებდა.

ასეთი იყო ჩვენი ლაშა.

გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე შევხვდით ერთმანეთს. ბევრი ვისაუბრეთ, ქალბატონი ლელაც ვნახე. ბევრი მოვეფერეთ ერთმანეთს.

ამ დროს ყველა სიტყვა უძლურია. მხოლოდ გვერდში დგომა, გამძლეობა, ჩემო სალომე, შენ და შენს ოჯახს.

ქალბატონო ლელა, მადლობა თქვენ ასეთი შვილის გაზრდისათვის" - წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბიზნესმენილაშა ბასლანძემომღერალი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026