სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ პრაქტიკაზე საუბრობს, რომელიც უკანასკნელ ხანს, საქართველოს რესტორნებში, კაფეებსა და კვების სხვა ობიექტებში პოპულარული გახდა.
მაშინ, როცა ინფექციური დაავადებისაგან თავის დასაცავად ადამიანები ძალისხმევას არ იშურებენ, რატომღაც არავინ საუბრობს გარე სივრცეებში საერთო მოხმარების პლედების გამოყენების საფრთხეებზე.

ინფექციონისტი ამბობს, რომ პლედის გამოყენებით ინფექციების გადაცემის რისკი საკმაოდ მაღალია.
„მუნზე შიშის გამო ადამიანები ზედმეტად შფოთავენ და ყველაფრის დასპირტვის ახალი ეპოქა დაიწყო.
მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება.
თუმცა გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს).

ეს პრაქტიკა ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა. მართალია, მუნის გადაცემის რისკი ამ გზით მაღალი არ არის, მაგრამ არსებობს, რადგან კონტაქტი საკმაოდ ხანგრძლივია და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ პლედებს ყოველი მომხმარებლისთვის მაღალ ტემპერატურაზე რეცხავდნენ" - წერს ინფექციონისტი.
11/24/2025