Logo

ტყუპებმა ანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ ძმა იპოვეს

ტყუპებმა ანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ ძმა იპოვეს

12/15/2025

ტექსტის ზომა

ტყუპმა დებმა თამარ ხვიტიამ და ანო სართანიამ, რომლებმაც ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ იპოვეს, ახლახან კიდევ ერთი ძმა აღმოაჩინეს.

ძმის პოვნის ისტორიის შესახებ გოგონებმა თამუნა მუსერიძის პოდკასტში ისაუბრეს.

აღმოჩნდა, რომ თამარისა და ანოს ბიძა (ბიოლოგიური მამის ძმა), რომელთანაც გოგოებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, რუსეთში ყოფნისას ერთ ქალბატონს შეხვდა, რომელიც მისი წარმომავლობით დაინტერესდა და ჰკითხა გოჩა გახარიას ხომ არ იცნობო.

„ბიძაჩვენმა უპასუხა - ჩემი ძმა არისო და იმ ქალმა - მე მისგან შვილი მყავსო.

მოკლედ, ეს ამბავი ასე იყო - მამაჩვენი იყო დაკარგული 2 წლის განმავლობაში რუსეთში, როგორც ჩანს იქ მოიყვანა ცოლი და გააჩინა შვილი... მერე ჩამოვიდა საქართველოში აქაც მოიყვანა ცოლი და მასთანაც ერთი შვილი ჰყავს. მერე შეხვდა ჩვენს ბიოლოგიურ დედას, რომელთანაც 5 შვილი ჰყავს. ამის მერე მამაჩვენს კიდევ ერთი ცოლი ჰყავდა და ახლა კიდევ სხვა ჰყავს,“- იცინიან გოგონები.

რაც შეხება ახლად აღმოჩენილ ძმას, რომელიც გოგონებისთვის მე-7 დედმამიშვილია, როგორც ჩანს ამ ახალ ამბავს დიდი სიხარულით არ შეხვედრია, რადგან თამარი და ანო ამბობენ, რომ მისი დამოკიდებულება არ გაჰკვირვებიათ.

„ის 31 წლისაა, ცოლ-შვილინია და ძალიან დიდია იმ ამბისთვის, რომ ახალი და-ძმა გამოუჩნდა“,-თქვეს გოგონებმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ანო სართანიავეძებთამარ ხვიტიატყუპები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026