Logo

საზოგადოება

გაუქმდება თუ არა სტუდენტთა საგრანტო გამოცდა?

გაუქმდება თუ არა სტუდენტთა საგრანტო გამოცდა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2025 წლის მიღებამდე არსებული უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი (საგრანტო წესი) გაუქმებულია.

სასწავლო გრანტების გაუქმების მიზეზად მთავრობა უფასო განათლების მოდელზე გადასვლას ასახელებს.

ცნობილია ის, რომ ახალი მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე.

საგრანტო წესის გაუქმებამ დღის წესრიგში დააყენა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შენარჩუნება-გაუქმების საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევდა ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოეპოვებინათ ან გაეუმჯობესებინათ საგრანტო დაფინანსება.

საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომელსაც ან საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება ჰქონდა.

გამოცდები

საგრანტო კონკურსის გამოცდა სტუდენტებისთვის 2025 წლის ზაფხულშიც ჩატარდა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა სტუდენტმა მიიღო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, გაუქმდება თუ არა საგრანტო გამოცდა, ჯერ არ არის მიღებული. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზაფხულის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება.

რაც შეეხება ვადებს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებებს უახლოეს მომავალში ელოდებიან და დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებენ.

ავტორი: ზმნა

01/15/2026