Logo

"გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე" - ნატა ვიბლიანის ადვოკატი

"გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე" - ნატა ვიბლიანის ადვოკატი

07/22/2026

ტექსტის ზომა

გრძელდება ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლის ასაკიდან მასზე ძალადობდნენ, ქართველი გამომძიებლების კითხვებს, ემიგრაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.


ვიბლიანის ადვოკატის, მარიამ ბარსონიძის განცხადებით, ვიბლიანმა დაასახელა ის 4 პირი, რომლებმაც მასზე, სხვადასხვა დროს, სექსუალურად იძალადეს.


„ძალიან მძიმეა, რასაც ახლა ვიტყვი. მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე.

სასაფლაოს ეპიზოდში, ფიგურირებს ჩხვიმიანი.

დასახელდა ის ოთხი პირი, ვინც მასზე იძალადეს სექსუალურად, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გვაქვს სახეზე. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სექსუალური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს არაერთი მუქარა სიცოცხლის მოსპობით, იარაღის თანხლებით,“ - ამბობს ბარსონიძე.

ნატა ვიბლიანის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს. ვიბლიანი აცხადებს, რომ 9 წლის ასაკიდან მრავალი წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და მასზე სისტემატურად რამდენიმე სრულწლოვანი თანასოფლელი ძალადობდა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ადვოკატიმარიამ ბარსონიძენატა ვიბლიანი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026