Logo

"კლინიკიდან გაურკვეველი მიზეზით გამათავისუფლეს" - რატომ წავიდა დავით ლოლაძე ამერიკაში

"კლინიკიდან გაურკვეველი მიზეზით გამათავისუფლეს" - რატომ წავიდა დავით ლოლაძე ამერიკაში

12/05/2025

ტექსტის ზომა

ქართველი ქირურგი დავით ლოლაძე უკვე 1 წელია ამერიკულ ემიგრაციაში იმყოფება და ექიმის პროფესიასაც იქ ემსახურება.

ზოგადი ქირურგი და ტელეწამყვანი ამბობს, რომ ემიგრაციაში საკუთარი ნებით არ წასულა. წასვლა აიძულეს.

„რეალურად უნდა ვაღიარო და ალბათ, დღეს პირველად, რომ ეს არის ემიგრაცია, რომელიც არის ჩემი ნების წინააღმდეგ.

არასდროს არ ყოფილა ჩემი ოცნება ამერიკაში ცხოვრება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა მოთმინებით სავსე წელიწად ნახევარი...

გაურკვეველი მიზეზით ჩემთან კონტრაქტი შეწყდა სამსახურში, კლინიკიდან გამათავისუფლეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე... ის ადამიანები კი, რომლებიც მანამდე მხვდებოდნენ, მთხოვდნენ ჩემს კლინიკაში წამოდი, ჩემი კლინიკა მართეო დაიკარგნენ...

არ ვიცი ჩემი გათავისუფლების მიზეზი რა იყო. ვერ ამიხსნეს. მითხრეს, რომ კონტრაქტი ვერ გაგრძელდებოდა... იყო სულელური მიზეზები. ვაპირებ, რომ შესაბამის პირობებში როცა ქვეყანაში იქნება რეალური ცვლილება, ჩავიდე ისევ საქართველოში, " - თქვა ლოლაძემ იუთუბ არხზე გადაცემაში "უეჭველი ქართველია".

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ამერიკიდანდავით ლოლაძეემიგრანტიექიმი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026