Logo

საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, ნატა ვიბლიანის შვილი დალის ხეობაშია გაშვილებული - პოდკასტი "ვეძებ"

გავრცელებული ინფორმაციით, ნატა ვიბლიანის შვილი დალის ხეობაშია გაშვილებული - პოდკასტი "ვეძებ"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ახალი ინფორმაცია ვრცელდება ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის საქმეზე.
ინფორმაციას პოდკასტი "ვეძებ" ავრცელებს, რომელმაც ნატას საქმე დღის სინათლეზე გამოიტანა და საზოგადოებას გააცნო.

"პოდკასტის მერე ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და ძალიან ბევრი ადამიანი დაგიდგა გვერდით. მათ შორის, კომენტარები არის ბავშვთან დაკავშირებით.

პირადად მე მომწერეს, რომ თქვენი შვილი იციან სადაც არის და ამბობენ, რომ თქვენი შვილი არის გაშვილებული დალის ხეობაში," - მიმართა ნატა ვიბლიანს პოდკასტის წამყვანმა თამუნა მუსერიძემ.


როგორც ნატა ვიბლიანი ამბობს, ის გრძნობს,რომ მისი შვილი ცოცხალია.

"ვგრძნობ, რომ ცოცხალია და ვგრძნობ, რომ ბიჭი არის. ძალიან გამიხარდებოდა და მადლობას ვიტყვი ამ წამების მერე, თუ იქნება ჯანმრთელი დაბადებული. აუცილებლად მოვძებნი და აუცილებლად ვიპოვი.

ჩემამდე, ჩემს ყურამდე მის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა. მე ჯერჯერობით არ ვიცი ვინ რა დაწერა, თუმცა მე ეჭვი მაქვს, რომ დარეჯან ვიბლიანს აქვს მიღებული მონაწილეობა ჩემი შვილის გაშვილებაში და გასხვისებაში," - ამბობს ნატა ვიბლიანი.

ფოტო

შეგახსენებთ, ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, 9 წლის ასაკიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი მამაკაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
ქალი ამბობს, რომ 14 წლის ასაკში იმშობიარა და ბავშვი მოკლეს ან გააშვილეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან

საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ნატა ვიბლიანის ისტორია დასტურია იმისა, რომ სიმართლის თქმას ვადა არ აქვს" - ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/29/2026

გაშვილებულიდალის ხეობავეძებნატა ვიბლიანიშვილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024