Logo

ჯანმრთელობა

შესაძლოა გაძლიერდეს შფოთვა, ძილის დარღვევა, განწყობის რყევები - გიორგი ჭეიშვილის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის პროგნოზი და რჩევები

შესაძლოა გაძლიერდეს შფოთვა, ძილის დარღვევა, განწყობის რყევები - გიორგი ჭეიშვილის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის პროგნოზი და რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გაზაფხული განახლებასა და ოპტიმიზმთან ასოცირდება. დღის გახანგრძლივება, თბილი ამინდები და ბუნების გამოღვიძება ხშირად იწვევს ენერგიის დონისა და მოტივაციის მატებას - ადამიანები უფრო აქტიურები და სოციალურები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს სეზონი პოზიტიური ცვლილებების მომტანია, სხვებისთვის ის შეიძლება გამოწვევად იქცეს. ზოგიერთ ადამიანს გაზაფხულზე შესაძლოა გაუძლიერდეს შფოთვა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა ან განწყობის რყევები.

გაზაფხულთან ერთად იზრდება სოციალური აქტივობებიც - შეხვედრები, ღონისძიებები. მართალია, სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, თუმცა სოციალური ცხოვრების გააქტიურებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ზეწოლის განცდაც - განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც სოციალიზაცია დამღლელი ან შფოთვის მომგვრელია. თუ დიდი შეკრებები დამთრგუნველად გეჩვენებათ, შეგიძლიათ ისინი ისეთი აქტივობებით ჩაანაცვლოთ, როგორიცაა პარკში სეირნობა ან უბრალოდ მზის შუქზე ყოფნა.

  • დღის საათების გახანგრძლივება გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზეც. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილური ძილ-ღვიძილის განრიგი - გახსოვდეთ, რომ გრძელი დღე არ ნიშნავს, რომ ნაკლები დასვენება გვჭირდება.
  • ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური კეთილდღეობისთვის. სუფთა ჰაერზე სეირნობა, იოგა თუ ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სტრესის შემცირებასა და ენერგიის დონის გაუმჯობესებაში.
  • გაზაფხული ტრანსფორმაციის პერიოდია - ახალი მიზნების დასახვის, შემოქმედებითი ჰობის დაწყების თუ თავის მოვლის რუტინის დრო. შეეცადეთ იპოვოთ ის, რაც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს საუკეთესოდ პასუხობს.
  • სეზონის ცვლილებას ყველა განსხვავებულად განიცდის და სრულიად ბუნებრივია, თუ ამ დროს თავს ბედნიერად არ გრძნობთ. მოლოდინი, რომ გაზაფხულზე „ბედნიერები“ უნდა ვიყოთ, ხშირად დამატებითი სტრესის წყაროა და ემოციურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
  • თუ ამჩნევთ, რომ ამ პერიოდში თქვენი განწყობა, ძილი, ენერგია და მოტივაცია საგრძნობლად შეიცვალა და ყოველდღიური ფუნქციონირება გართულებულია, მნიშვნელოვანია მხარდაჭერისთვის მიმართოთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს.

წყარო: "ფსიქეა" - მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

ავტორი: ზმნა

05/05/2026

გაზაფხულიგიორგი ჭეიშვილიმენტალური ჯანმრთელობაფსიქიკა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024