Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"ბავშვს ჰკითხეთ – შეიძლება გაკოცო? და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ უკვე აკოცოთ, თუ მოეფეროთ" - გიორგი მახარაძე საზოგადოებას მიმართავს

"ბავშვს ჰკითხეთ – შეიძლება გაკოცო? და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ უკვე აკოცოთ, თუ მოეფეროთ" - გიორგი მახარაძე საზოგადოებას მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად, ქუჩაში თუ სტუმრად ყოფნისას, სრულიად უცხო ადამიანები ბავშვის მიმართ სითბოს გამოხატვას ფიზიკური კონტაქტით - კოცნით ან მოფერებით ცდილობენ.

სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად ფიქრობენ იმაზე, რამდენად სწორია ეს ქცევა და რას გრძნობს ამ დროს თავად ბავშვი?

მსახიობი გიორგი მახარაძე საკუთარ ვიდეოჩანაწერში იმ ელემენტარულ ეთიკურ ნორმებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბავშვის, როგორც ინდივიდის პატივისცემას გულისხმობს.

"მეასედ ვწერ უკვე ვიდეოს და თან არ მინდა, რომ ბევრი ლაპარაკი გამოვიდეს... მოკლედ მინდა ეს ვთქვა და მინდა, რომ გაჟღერდეს.
როცა ხედავთ ქუჩაში ბავშვს, უცხოა ეს თუ ნაცნობი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა, სანამ გადაწყვეტთ რომ ეცეთ, აკოცოთ, ეფეროთ, სახეზე უსვათ ხელები, ჯერ დაფიქრდით.
თავი რომ დავანებოთ იმას, თუ სად გქონდათ ეგ ხელები ბავშვს რომ უსვამთ, კაცმა არ იცის, რაღაცა ელემენტარული შეგრძნება უნდა გქონდეთ, რომ ბავშვი სათამაშო არ არის და მას რასაც უნდათ იმას ვერ გაუკეთებთ...
ბავშვს თვითონ რაღაცა ემოციები აქვს, თავისი შეგრძნებები აქვს, იმ მომენტში ამ ხასიათზეა, მერე იმ ხასიათზეა. ადამიანია, ცალკე პიროვნებაა, სათამაშო არ არის.
აი, ამ ყველაფერს ხომ ვერ ვფიქრობთ, ზეპირად ვიქცევით, მაგრამ მარტივად დაფიქრდით - რომელი უფრო სწორია: რომ მოდიან შენთან, არ გეკითხებიან, გკოცნიან, ხელებს გისვამენ თავზე, სახეზე და ლოყებს გჩქმეტენ, თუ როცა გეკითხებიან, რომ შეიძლება?
იქნებ არ გინდა, იქნებ არ გსიამოვნებს, იქნებ არ ხარ მაგ ხასიათზე.

გგონიათ ხუთი წლის ბავშვს ან ხასიათი არა აქვს, ან ემოცია არა აქვს, ან უფლება არა აქვს იმის, რომ არ უნდოდეს, რომ აკოცო და ხელები უსვა სახეზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ გადაწყვეტთ, რომ ესე მოიქცეთ, ბავშვს ჰკითხეთ – შეიძლება გაკოცო? შეიძლება მოგეფერო? და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ უკვე აკოცოთ, თუ მოეფეროთ, თუ უსვათ სახეზე ხელები.
ბავშვის პოზიცია გაითვალისწინეთ, ბავშვის მდგომარეობა გაითვალისწინეთ, სურვილები გაითვალისწინეთ და მერე იმოქმედეთ.

ორჯერ ორი არის ოთხი," - ამბობს მსახიობი ვიდეომიმართვაში.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

04/20/2026

ბავშვიგიორგი მახარაძემიმართვამსახიობიპირადი სივრცე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024