
10/01/2026
მუდმივად დაღლილობას გრძნობთ, გიჭირთ კონცენტრაცია ან ახალი ინფორმაციის ათვისება? შესაძლოა ამ ყველაფრის მიზეზი ნაწლავის მიკრობიომი იყოს.
კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც "ტვინის ნისლსა" და ქრონიკულ დაღლილობასთან, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევებთან - წონის პროგრესირებად კლებასთან ან მატებასთან.
ნაწლავის მიკრობიომის, "გაჟონვადი ნაწლავის სინდრომისა" და SIBO-ს (წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება) კავშრზე მედიცინის დოქტორი, პროფესორი და ინფექციონისტი ფატი გაბუნია საუბრობს .
“ხშირად გვესმის - „ გადავიღალე“... „მიჭირს კონცენტრაცია“... „ვერ ვითვისებ ახალ მასალას“... “არ შემიძლია, რომ გავაკეთო ჩემი საქმე ისევე შედეგიანად და ისევე ეფექტიანად, როგორც ამას ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი საქმეა და ვიცი“...
გონებრივი გადაღლა, ტვინის ნისლი და ე.წ. „გაჟონვადი ნაწლავის სინდრომი“ - ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული. და კიდევ, დისბიოზი ვისაც აქვს, აუცილებლად ექნება ნივთიერებათა ცვლის პრობლემა, ასევე ექნება წონის პრობლემა ან წონაში პროგრესული კლების, ან წონაში პროგრესული მატების.
არსებობს ერთი ასეთი ძალიან საინტერესო ცნება, წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება, მას SIBO-ს (სიბოს) უწოდებენ. თუ ეს დადასტურდა, მაშინ ვერანაირი სიმბიოტიკი, პრებიოტიკი და პრობიოტიკი მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.
ხშირად მედიკამნტოზურ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს სწორედ იმიტომ რომ არ არის შესწავლილი ნაწლავური მიკრობიომი ასე ვთქვათ, ბრმად ხდება მკურნალობა.
ისევე როგორც კანის დაავადებები კუჭ-ნაწლავზეა მიბმული, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებიც კუჭ-ნაწლავზეა მიბმულია. ანუ ყველაფერი, რისგანაც ჩვენ შევდგებით და რაც ჩვენ ვართ, თავიდან ბოლომდე ეს არის ჩვენი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე დამოკიდებული. ამიტომ ნაწლავური მიკრობიომის შესწავლა დღეგრძელობის მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზისია,“ - აღნიშნავს ექიმი.
გააზიარე სტატია