Logo

საზოგადოება

"გიჟი დამნაშავე არ არის - ის საბრალოა!" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ემოციური პოსტი

"გიჟი დამნაშავე არ  არის - ის საბრალოა!" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ემოციური პოსტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ყველის ექსპერტი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს პოსტს, რომლითაც ეხმიანება მანჩო გიორგობიანის მისამართით გაკეთებულ შეფასებას, რომ ის გიჟია და როგორ მოექცა შვილის ტოლ ბიჭებს. ანასთვის ეს თემა სენსიტიურია. მისი ვაჟი მენტალური პრობლემების მქონეა და მასზე საჯაროდ ლაპარაკს, დედა არასდროს გაურბის. პირიქით, ანა ამაზე ხმაღლა საუბრობს.

აი, რას წერს ის სოციალურ ქსელში.

"ორი დღეა ვუსმენ სრულ ბოდვებს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებზე. შეგნებულად ვარიდებდი თავს ამ თემას... ისედაც იმდენ ბოდვას ვკითხულობ, თავის ქალა ამეხადა.

ყველა, ვინც მიცნობს, იცის რა ღრმად და მწარედ ვიცნობ ამ პრობლემას.
კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს შეურაცხადი (თქვენს ენაზე გიჟი, მე კი მაინც მენტალურ პრობლემას გამოვიყენებ) გაესამართლებინოთ, ან განესაჯოთ.

კოცონზე დაუწვავთ კი, როგორც შეპყრობილი.

გიჟს ვერ ასამართლებენ, მარტივად - ის ვერ აცნობიერებს და შესაბამისად, პასუხს ვერ აგებეს თავის ქმედებებზე.

პოლიტიკური კუთვნილებით გყავთ მიცვალებულები, მომღერლები, მხატვრები და ახლა "გიჟებიც" ამ ნიშნის ქვეშ გაიფინეთ და გადაუარეთ. აბა, ჰეე..

უადამიანო , უჟანგაბადო სივრცეს აშენებთ ადამიანებო!

ღმერთმა დაგიფაროთ იმ აქლემის თქვენს კარებთან დაჩოქებისგან.

კი, მანჩო გიორგობიანზე ვწერ.
და თქვენზე - მხოლოდ იმიტომ გძულთ ეს კონკრეტული ადამინი, რომ სხვა პოლიტიკური გუნდის მეხოტბე იყო და სულ ფეხზე გკიდიატ მისი პირადი უბედურებაც და სულიერი მდგომარეობაც და გნებავთ ჩადენილი დანაშაულიც.

და არა მარტო თქვენ. უახლოეს დაქალოჩკებსაც წაუგრძლებიათ ენები და მისდგენ ამ საცოდავს. არ ჩამორჩეთ.. მიდით თავი მოაწონეთ უ(მმმმმმმ)ფროსებს და იკეკლუცეთ.
ვაი თქვენ პატრონს...

ბარემ აქვე ვიტყვი.
ის კაცები ცუდად მოექცნენ, ამაზრზენად კონსულტან ბავშვებს, მაგრამ ზრდასრული ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს ჩადენილზე, რაც არ უნდა ინერვიულონ მამიდა ბიძერებმა.

არავის შეუყვანია "პადიეზდში" ძალით და არ მოუწევინებიათ მათთვის მორფიანი პაპიროზი, როგორც ბებიაჩვენები იტყოდნენ იმ საშინელ წლებში...

და ბოლოს,
თქვენ ის კი არ გაწუხებთ ვინ წავა ციხეში და ვინ დარჩება ჯოჯოხეთში, რომელსაც ფსიქიატიული კლინიკა ქვია, - აუ გამოძვრება ეს დედააფთქებული - აი, ეს გაწუხებთ და გადარდებთ მხოლოდ!

თქვენი სიმართლით იარეთ წრეზე.

ერთ დღეს საკუთარ კუდს შეჭამთ კუნდალინის გველივით. იქნებ ოდესმე გამოგეღვიძოთ და დააღწიოთ თავი სიბნელეს.

გიჟი - დამნაშავე არ არის - ის საბრალოა!" - წერს ანა.

ავტორი: ზმნა

11/07/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024