Logo

"გილოცავ და მიყვარხარ!" - ქორწინების 21 წელი

"გილოცავ და მიყვარხარ!"  - ქორწინების 21 წელი

02/15/2026

ტექსტის ზომა

ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია ქორწინების 21 წლისთავს აღნიშნავენ. ეს იყო ყველაზე რეზონანსული ქორწინება საქართველოში, რომელზეც დღესა კი საუბრობენ. ეს წყვილი მუდმივი ინტერესის ობიექტი იყო...
"21 წელი ერთად... გილოცავ და მიყვარხარ!" - წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"ქუჩის ბიჭების" სოლისტმა ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა გაუჩნდა, რომ ჯგუფ "ქუჩის ბიჭებს", ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილთან, ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა.
"ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც... მერე ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ზურა ხაჩიძეიუბილექორწინებახათუნა ჟორდანია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026