Logo

კულტურა

გიორგი არაბულის ფილმმა "ალდი", ათენში საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო

გიორგი არაბულის ფილმმა "ალდი", ათენში საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიორგი არაბულის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ალდიმ”, ათენის ფესტივალზე საუკეთესო ფილმის ტიტული მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას თვითონ რეჟისორი ავრცელებს.

"ალდიმ"საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო ათენში. ჩემი სადებიუტო ნამუშევრისთვის ეს მეჩვიდმეტე ფესტივალია ევროპასა და აზიაში - ამას ვერც კი წარმოვიდგენდი…

ამით ვასრულებთ საფესტივალო ჩვენებებს, რამდენიმე დღეში ფილმს საიტებზე დავდებთ და ყველა შეძლებს მის ნახვას.

ალდი

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მთელ გუნდს, რომელიც გადასაღებ მოედანზე გვერდით მედგა. მადლობა მეგობრებს მხარდაჭერისთვის.

მთელი ეს დრო ბევრი ვისწავლე — გადასაღები მოედნიდან სამონტაჟო მაგიდამდე. ამ გამოცდილებას კი აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგ ფილმზე მუშაობისას," - წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში.

"ალდი" გიორგი არაბულმა, 2024 წელს, ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით გადაიღო.

ალდი


სიუჟეტის მიხედვით, ალდი სოფლის ერთადერთი და უკანასკნელი მკვიდრია. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება და რიტუალების აღსრულებით უპატრონოს საკუთარ სულს, რომელსაც უცნაური ზმანებები დასჩემდა.

მთავარ როლს ფილმში გოგია გიგაური ასრულებს. ასვე ფილმში დაკავებული არიან: გაგა ჭინჭარაული, კახა ხუციშვილი, შოთა არაბული, ვაჟა ივანიაშვილი, ნიკოლოზ ავლახაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი...

ავტორი: ზმნა

03/29/2026