Logo

საზოგადოება

გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდება

გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, ქორწილში, მომხდარი გახმაურებული ინციდენტის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძის მიმართ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემას პროკურატურაში განუცხადეს, გირაოს ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.

ბრალდებულ ჭიღლაძის მიმართ თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს.

„დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში.

ქორწილი

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს, შემდეგ წყალი, სასმელი გადმოასხეს და როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გადმოაფურთხეს კიდეც... შემდეგ აპარატურაც წყლით დააზიანეს. ამ ყველაფრის შემდეგ ნეფის ძმა, მათთან სასტუმროს ნომერში ავიდა და ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ავტორი: ზმნა

07/20/2026