Logo

გიორგი ფოცხიშვილი თბილისის მაყურებლისთვის ემზადება

გიორგი ფოცხიშვილი თბილისის მაყურებლისთვის ემზადება

06/29/2026

ტექსტის ზომა

თბილისის ბალეტის ფესტივალი გიორგი ფოცხიშვილს თავის სამშობლოში მასპინძლობს. ევროპაში აღიარებულ მოცეკვავეს "ლაურენსიასში" პატრნიორობას ნინო სამადაშვილი უწევს.

ესეც კადრები “ლაურენსიას” რეპეტიციიდან.

გიორგი ფოცხიშვილიგიორგი ფოცხიშვილიგიორგი ფოცხიშვილი

სპექტაკლი 10 ივლისს 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი პროფესიულ ინსპირაციად, ქორეოგრაფი ბაბუის და მამის შემდეგ, ვახტანგ ჭაბუკიანს მიიჩნევს. არის ლაღი და შრომისმოყვარე. მის ცეკვაში ქართული ემოციურობა და გამომსახველობა ჩანს, მისი გმირები არიან უფრო მიწიერი, ვიდრე ჰაეროვანი, თუმცა სილაღე გასდევთ...

გიორგი ფოცხიშვილი: მეხუთე წელია თეატრში ვარ. მთელი დღე დარბაზში მიწევს ყოფნა. დილით მოვდივარ. თეატრში ვსაუზმობ. ყველაფერს აქ ვაკეთებ. ვამზადებ პარტიებს არა მხოლოდ იმაზე, რასაც ამსტერდამში ვცეკვავ, არამედ მაქვს ბევრი მიწვევები და უნდა მოვამზადო.

სპექტაკლი უკვე შვებაა, დაბადებაა...

პირველი პრემიერის მერე გასახდელში ვიჯექი და არ მჯეროდა, ვახ, ეს მართლა მოხდა-მეთქი?

ბედნიერი ვარ, რომ "დონ კიხოტი", "რომეო და ჯულიეტა", "გედების ტბა", "რაიმონდა" ჩვენს თეატრს აქვს რეპერტუარში და ამ დიდი ბალეტების ცეკვა მიწევს.

როგორი თავდაჯერებითაც პირველ გასვლაზე ვიყავი, მინდა იგივე ტემპით გავაგრძელო. წამყვან სოლისტად გახდომა, იმ დიდი გეგმის ნაწილი იყო, რაც რამდენიმე წლის წინ დავისახე.

განაგრძეთ კითხვა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026