ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფოტოხელოვანმა მარი ნაკანმა, გვანცა დარასელიას პოდკასტში, მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან დაშორების დეტალებზე ისაუბრა.
ნაკანი ამბობს, რომ ეს მათი პირველი დაშორება არ ყოფილა და მეუღლეს მის მიმართ გაუცხოება, წინა განშორების შემდეგ, შერიგებისას შეამჩნია.
"როცა შევრიგდით, მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები... გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე,"- თქვა ფოტოგრაფმა.
გულის ტკენისა და წყენის მიუხედავად, მარი ნაკანი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ბოლომდე დასრულებული არ არის და ყველაფრის გამოსწორების იმედი აქვს.
"გიორგი ფანტასტიკური პიროვნებაა. ეს ბოლო პერიოდში აქვს შუა ხნის კრიზისი და მგონია, რომ გაუვლის. ვიმედოვნებ, რომ შემირიგდება. შემირიგდი, გიორგი! მიყვარხარ და მენატრები!" - მიმართა ნაკანმა მეუღლეს.
03/11/2026