Logo

საზოგადოება

"ღმერთს შენს განადგურებას ვევედრები" - პეტრე კოლხის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

"ღმერთს შენს განადგურებას ვევედრები" - პეტრე კოლხის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ამერიკაში მცხოვრები პეტრე კვარაცხელია (კოლხი), რომელსაც სინოდალურმა კომისიამ მღვდელმოქმედება შეუჩერა, მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა.

მღვდელი, რომელმაც სამღვდელოება და საქართველო სწორედ ამ კრიტიკული დამოკიდებულებების გამო დატოვა, ახლა ამერიკაში, ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს.

საკუთარი ცხოვრებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, პეტრე კოლხი კონკრეტულ ადაიანს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და მას ღია წერილით მიმართავს.

,,კრემლის ნაბიჭვარო”

მხოლოდ ქართველი ერის არა, კაცობრიობის შეცდომა ხარ…

ასე არავინ მოქცევია საქართველოს, რაც შენ გააკეთე და იკადრე, შორიდან მოსული მტერიც ვერ შეძლებდა, რადგან უცხომ კარგად არ იცის ქართველების სისუსტე და შენ, საკუთარ თავზე დაკვირვებით ადვილად მიხვდი, ლაჩარი და მოღალატე, ფულის გამო როგორ გაწირავდა საკუთარ სამშობლოს…

ვერაფრით დავიჯერებდი, ამდენი უბირი და უსახური თუ გვყავდა, მაგრამ ვინც კი ნაძირალა და მონა აღმოჩნდა, ყველა შენ შემოიკრიბე და ან პარლამენტში შეყარე, ან მინისტრთა კაბინეტში გამოამწყვდიე, ვითომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. ყველა სახედაკარგული მანქურთის უკან შენ დგახარ და ერთპიროვნულად მართავ ჩვენ ცხოვრებას….

არ გამოგივა, უარესებისთვის გაგვიძლია და გადაგვიტანია….

ამასაც აუცილებლად უკან მოვიტოვებთ….

საჯარო სამსახურებს ვინ ჩივის, ეკლესია ჩამოაქციე და ნაწილებად დაშალე.

როგორ მეცოდები, არარაობავ, როგორ ვერ გაამართლა შენი იმედები ელიზბარ მუჯირმა და ყველა ერთად ვერ დაგვიმორჩილა….

არასდროს გაპატიებ და მთელი ცხოვრება ცუდს გისურვებ იმის გამო, რომ ემიგრაციაში ვარ. ეს პერიოდიც საუკეთესოდ გამოვიყენე, ვწერ საოცარ ლექსებს, ვემზადები ახალი წიგნების გამოსაცემად და შენი დავალებით თუ ქართული ეკლესიის კარი მიმიხურეს, უკრაინის ეკლესიის ამბიონიდან ისევ შენს წინააღმდეგ, ელიზბარ მუჯირის შავბნელ საქმეებს ვქადაგებ, რომ ადამიანებმა თქვენი ბოროტების შესახებ მეტი იცოდნენ…

როგორ გეკარება ძილი და მოსვენება, როგორ გრძნობ თავს ბედნიერად შენს შვილებთან, როდესაც მათი ასაკის ახალგაზრდები ციხეში გამოამწყვდიე და მომავალს ართმევ…

ამდენი ხანი რატომ ვერ დაინახე, შენი პროვინციული მუქარის, რომ ჩვენ, სულით თავისუფალ ადამიანებს არასდროს შეგვეშინდება…

სატანა ხარ, ბიძინა და უკვე ფიზიკურადაც შეგეტყო შენი სულის სიმახინჯე….

ან როგორ უნდა გეპატიოს, ნიჭიერების და ზენაგათლებულების ქვეყანაში, ყაველაშვილი რომ პრეზიდენტად გვაკადრე, მაგრამ სხვა ვინ დაგემონებოდა, თუ არა წერა-კითხვის უცოდინარი… ან ეს სრულიად უწიგნური სპორტსმენები ერს რატომ შეაძულე, შენ რომ წაშავდები, იმედია ამ ნახირს ჩაიყოლებ, თორემ შეუძლებელი იქნება მათთან ერთად თანაცხოვრება…

შენ რომ მართლა პატრიოტი და ნორმალური ყოფილიყავი, ჩლუნგებს კი არ შემოიკრებდი, მოაზროვნე ადამიანებს დაუწყებდი სანთლით ძებნას, მაგრამ ყველა სანთელი ჩააქრე და სრული სიბნელე გაამეფე…

ვითომ კორუფციას ებრძვი, ან ამდენი კორუმპირებული ჯოგი თუ გყავდა, როდისღა აშენებდი ქვეყანას. სინამდვილეში მათ დაუპირისპირდი, ვინც ზურგსუკან გაკრიტიკებდა, ვისაც შენზე კომპრომანტები აქვს და გამოქვეყნების გეშინია, თორემ კალაძემ რომ შენი რუსული ოცნების ხელში ფული მოიპარა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისით უნდა დაგეწყო…

როგორი პრიმიტიული და ერთუჯრედიანი ხარ, ხუთი თვის მერე რა ნაბიჯს გადადგამ, ის დღეს ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ დაგცალდება ბევრი ნაბიჯის გადადგმა….

ღმერთს შენს განადგურებას ვევედრები, კრემლის ნაბიჭვარო!…

სამშობლოს ვკარგავ და ეკლესიას ბონუსად ვაყოლებ, ამის მეტი ისედაც არაფერი გამაჩნია, ამიტომ ჩემი დამოკიდებულება შენდამი და იმ რუსი ეგზარქოსის-ელიზბარ მუჯირისადმი არასდროს შეიცვლება…

მან ვითომ დევნა და გასამართლება დაგვიწყო, სატანა მოაჯდა ეკლესიას…. ის არასდროს იქნება ამბროსის და კირიონის მემკვიდრე…. ეკლესია ჩვენ ვართ, ვინც მუჯირისგან უსამართლოდ იდევნება…

ორივე მალე დაემხობით და ერიც ამოისუნთქავს…

ეს შენი ტოტალურად შტერი მდედრები, დუჟმორეულად რომ გვიმტკიცებენ, ევროპას ჩვენი კაცების გათხოვება უნდა და არ დავნებდებითო, შენ მაინც უთხარი, ვინც კი გათხოვილი კაცი დაიარება თბილისში, ყველა შენი პარტიის წევრია, ბიძო !…

შენი ხელის ბიჭების გარყვნილება რას მოვა ევროპასთან, არ გაგიჟდე!…

ყველა დიქტატორი უმძიმესად ამთავრებს მოღვაწეობას, ახლა მხოლოდ შენი ჯერია !" - წერს პეტრე კოლხი.

ავტორი: ზმნა

02/08/2026

ბიძინა ივანიშვილიპეტრე კოლხიწერილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024