Logo

სასარგებლო რჩევები

"გოგონებო, არ გაჰყვეთ ცოლად ისეთ კაცს, რომელიც საკუთარ დედას პატივს არ სცემს" - ფსიქოლოგი გვირჩევს

"გოგონებო, არ გაჰყვეთ ცოლად ისეთ კაცს, რომელიც საკუთარ დედას პატივს არ სცემს" - ფსიქოლოგი გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პარტნიორის არჩევისას, ხშირად ყურადღებას მხოლოდ იმას ვაქცევთ, როგორ გვექცევა ადამიანი ჩვენ... თუმცა ზოგჯერ, არანაკლებ მეტყველი, შეიძლება მისი უახლოესი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იყოს.

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე მამაკაცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელ ნიშნად, მის დედასთან დამოკიდებულებას ასახელებს და განმარტავს, რატომ შეიძლება ამ ურთიერთობამ კაცის მომავალ პარტნიორულ ქცევაზე გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნას.

გიორგი ჩოგოვაძე

"გოგონებო, არ გაჰყვეთ ცოლად ისეთ კაცს, რომელიც საკუთარ დედას პატივს არ სცემს.

დედა არის პირველი ქალი, რომელთანაც კაცს ემოციური კავშირი ყალიბდება. ის, თუ როგორ ეპყრობა დედას, არის მის არაცნობიერში დალექილი ბაზისური მოდელი იმისა, თუ ზოგადად როგორ უნდა იურთიერთოს ქალთან.

თუ ეს პირველადი მოდელი აგრესიასა და უპატივცემულობაზეა აგებული, ის ადრე თუ გვიან პარტნიორულ ურთიერთობაშიც ამოტივტივდება.

ურთიერთობის დასაწყისში კაცი შეიძლება ცდილობდეს საყვარელ ქალს საუკეთესო კუთხით ეჩვენოს. მაგრამ დედასთან ის არის სრულიად ბუნებრივი - ფილტრების გარეშე. ის, თუ როგორ ექცევა დედას, გიჩვენებთ, როგორი გახდება ეს კაცი რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ვნებები დაცხრება და პარტნიორიც მისთვის "ჩვეულებრივი" ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

დედასთან ჯანსაღი დამოკიდებულება მოითხოვს იმის გააზრებას, თუ რამხელა ამაგი და ენერგია ჩადო მან შვილის გაზრდაში. თუ კაცს არ აქვს უნარი, დააფასოს ეს ამაგი და გამოხატოს მადლიერება, მას არც ცოლის ამაგისა და ზრუნვის დაფასების უნარი ექნება.

უმიზეზო აგრესია, ყვირილი, იგნორირება ან დედის დამცირება მიუთითებს ემოციურ სიმწიფის ნაკლებობაზე. ზრდასრულ კაცს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზიები ან უთანხმოება, მაგრამ ინარჩუნებდეს ღირსებას. თუ ის საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს დედასთან, ვერც ცოლთან გააკონტროლებს კრიზისულ სიტუაციაში...

კაცი, რომელიც დედას უპატივცემულოდ ექცევა, ხშირად ქალს აღიქვამს არა თანასწორ პარტნიორად, არამედ ფუნქციად ან ინსტრუმენტად, რომელმაც მისი საჭიროებები უნდა დაკმაყოფილოს. როდესაც ეს ფუნქციური აღქმა გადადის ცოლზე, პირველივე გაგებით გამოვლინდება უპატივცემულობა.

თუ კაცი საკუთარ წარუმატებლობებს ან პრობლემებს მუდმივად დედას აბრალებს და მას ექცევა უპატივცემულოდ, ის მომავალში ზუსტად ასე გადააბრალებს ყველა ოჯახურ პრობლემას მეუღლეს და საკუთარ შეცდომებს არასდროს აღიარებს.

პატივისცემა არის შინაგანი კულტურა და ღირებულება. ის არ არის ლოკალური (მხოლოდ ერთი ადამიანისადმი). თუ ადამიანს შინაგანად აქვს პატივისცემის კულტურა, ის მას ავრცელებს ყველაზე ახლო ადამიანებზე — უპირველეს ყოვლისა, მშობლებსა და პარტნიორზე. თუ ეს ღირებულება არ არსებობს, მისი არარსებობა ყველგან გამოჩნდება," - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/12/2026

გიორგი ჩოგოვაძედედა ცოლიოჯახიპარტნიორი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024