Logo

გოგრა ბავშვის რაციონში

გოგრა ბავშვის რაციონში

10/14/2026

ტექსტის ზომა

ბავშვის ჯანსაღი და დაბალანსებული რაციონის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეზონურ პროდუქტებს, რომელთა შორისაც გამორჩეული ადგილი გოგრას უკავია.

გოგრა არა მხოლოდ A ვიტამინისა და კალციუმის ალტერნატიული წყაროა, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებსა და ფერმენტული პროცესების წარმმართავ ნივთიერებებსაც შეიცავს, რომელთა დამატებაც პატარების მენიუში სიცოცხლის მეექვსე თვიდან არის რეკომენდებული.

პედიატრი თამარ ობგაიძე განმარტავს, თუ რა უნიკალური ვიტამინური და მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა ეს ბოსტნეული.

თამარ ობგაიძე

„იცით, რომ გოგრაში ხუთჯერ უფრო დიდი რაოდენობით არის A ვიტამინი, ვიდრე სტაფილოში? და გარდა ამისა, მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის სხვა ვიტამინებიც - ეს არის K, C, E, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები...

გოგრა

კიდევ უფრო მდიდარია მისი მინერალური შემადგენლობა. გოგრის შემადგენლობაში არის პრაქტიკულად ყველა მიკრო და მაკროელემენტი, მათ შორის არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ფერმენტული რეაქციების წარმართვაში მონაწილეობენ: სპილენძი, თუთია, ასევე მოლიბდენი, ქრომი და გარდა ამისა, დიდი რაოდენობით კალციუმი.

გოგრა

ამიტომ გახსოვდეთ, თუ თქვენი პატარა მცირე რაოდენობით იღებს კალციუმის შემცველ ისეთ პროდუქტს, როგორიც არის რძე, გოგრა მოიაზრეთ როგორც კალციუმის ერთ-ერთი წყარო.

ბავშვისთვის გოგრის მიცემა ექვსი თვის ასაკიდან შეგიძლიათ და მდიდარი სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებისთვის, სასურველია ის გამოაცხოთ ან ორთქლზე მოხარშოთ,“ - გვირჩევს პედიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბავშვთა კვებაგოგრათამარ ობგაიძეკვება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026