Logo

"გონიერი, ლამაზი, თბილი"- ვეკუას სახელობის სკოლის კურსდამთავრებული გარდაიცვალა

"გონიერი, ლამაზი, თბილი"- ვეკუას სახელობის სკოლის კურსდამთავრებული გარდაიცვალა

12/25/2025

ტექსტის ზომა

ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებული რუსა მეტრეველი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სკოლა ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.


"აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულის, რუსუდან (რუსა) მეტრეველის გარდაცვალების გამო.

გონიერი, ლამაზი, თბილი, ღიმილიანი, თვალებიდან სიყვარულს რომ ასხივებდა - ასეთს ვიცნობდით და ასეთი დარჩება ჩვენს გულებში ახლა უკვე მარადიულ ტკივილთან დამეგობრებული რუსა მეტრეველი...

42-ე სკოლა უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს!" - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გარდაიცვალავეკუას სკოლარუსა მეტრეველი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026